+18

ცდუნება ფრანგულად - რა საიდუმლო აქვთ ფრანგ კაცებს?

fun time

23:00 ორშ. 1 მარტი, 2021 წელი

ფილმი Last Night (2010)

14
დაკოპირებულია

რატომ მიიჩნევიან ფრანგი კაცები სიყვარულის ექსპერტებად და რა არის მათი განსაკუთრებული ხიბლი?

საინტერესოა, პირველად ვინ მიხვდა, რომ ფრანგები საუკეთესო საყვარლები არიან? საერთოდ, რა ვიცით ფრანგების შესახებ? მევენახეები და მეღვინეები, ესთეტები, გურმანები, მოდის კანონმდებლები და, რაც მთავარია, შესანიშნავი საყვარლები. ეს სტერეოტიპი ტვინში გვიზის და მცირეოდენ ეჭვსაც არ იწვევს.

ალბათ, ფრანგების მსოფლიო პოპულარობა კოცნით დაიწყო - ფრანგული კოცნით, როგორც ბრიტანელებმა გასულ საუკუნეში შურით უწოდეს. უკვე მაშინ ევროპამ იცოდა, რომ სასიყვარულო ფრონტზე ფრანგებს ვერ აჯობებდნენ და მგზნებარე კოცნა ენის მონაწილეობით სასიყვარულო ავტორიტეტის ნიშნად იქცა.

მაგრამ კოცნას წინ ნაცნობობა და პაემანი უსწრებს, რომელიც ფრანგებთან ყოველთვის დღესასწაულს ჰგავს.
მათ იციან, როგორ აცდუნონ, დახვეწილი ფლირტით ტკბებიან და ამიტომ გრძნობების გამოხატვის დროს გულწრფელები და თავდაჯერებულები ჩანან. გარდა ამისა, ისინი გარეგნობაზე ზრუნავენ და ახერხებენ, რომ თუნდაც ვარდისფერ პერანგში და ნებისმიერ ასაკში ელეგანტურად გამოიყურებოდნენ.

თუ ფრანგთან პაემანზე მიდიხართ, სამი წესი უნდა დაიცვათ:
ჩაიცვით ლამაზი კაბა, მოდუნდით და ისიამოვნეთ!

გაცნობების a la française მიდგომა იმდენად რომანტიკულია, რომ დროა, მასზე საერთაშორისო სტანდარტი დამკვიდრდეს. მათ ნამდვილად იციან, როგორ უნდა გააკეთონ ლამაზად - მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა გაიფიქრეთ 😘.

ისე კი, ფრანგულ ენაში არ არსებობს სიტყვა „პაემანის“ მკაფიო ანალოგი, რაც ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია. არსებობს მოძველებული ტერმინი rendez-vous, რომელშიც შეილება ყველაფერი იგულისხმოთ - დეიდასთან გასეირნებიდან ექიმთან ვიზიტამდე.

პაემანი ფრანგულად არის tête-à-tête რომანტიკაში თავით გადაშვება და არა სტარბაქსში შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაკითხვასავით ესაუბრებით.

მზად იყავით, რომ გალერეაში, რესტორანში, ბულონის ტყეში ან სადმე სხვაგან აღმოჩნდებით, სადაც თავს დედოფლად იგრძნობთ.

ფრანგისთვის საუბარი წმინდათწმინდაა - მისთვის უბრალოდ აუცილებელია, რომ გონებამახვილობით, სილაღით და ხელოვნების დახვეწილი ცოდნით მოგხიბლოთ. თქვენ იგრძნობთ გულწრფელ ინტერესს საკუთარი პერსონის მიმართ, რაც ჩვენს გულგრილ და ემოციისგან დაცლილ დროში იშვიათობად იქცა და, რა თქმა უნდა, ფრანგებს არანაირი მორალური პრობლემა არ აქვთ სექსზე გადასვლის მხრივ.

სექსი ბულონის ტყეში, სიყვარულის ახსნა ან ხელისა და გულის შეთავაზება მოვლენების განვითარების მისაღები ვარიანტებია. ფრანგის აზრით, სისწრაფე ლოგიკას არ ეწინააღმდეგება: თუ პირველ პაემანზე სექსი არ გქონიათ, რაღაც არასწორად მოხდა!

ფრანგი საყვარელი ღრუბლებში არ დაფრინავს და რეალობას ყველა ფერში, მათ შორის, ნაცრისფერ ფერებში აღიქვამს. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, მას ვარიანტების შთამბეჭდავი არჩევანი აქვს. ქვეყნის მცხოვრებლებს, რომლის დედაქალაქი სიყვარულის ქალაქად აღიარეს, ადრეული ასაკიდან ასწავლიან გრძნობებთან ურთიერთობას. იმის ნაცვლად, რომ მიზნად ბედნიერი დასასრული დაისახონ, ფრანგები კომფორტულად გრძნობენ თავს გაურკვევლობასა და ვნების სხვადასხვა დონეზე - ზომიერიდან ცეცხლოვან ვნებამდე.
როდესაც საქმე ვნებას ეხება, ფრანგებს არ ანაღვლებთ ფიზიკური არასრულყოფილება. ისინი ვნების მორევში სრულად იძირებიან დღის სინათლეზე თუ ღამით, და არ ადარდებთ რამდენად სრულყოფილია მისი თუ თქვენი სხეული.

მათ საიდუმლოების ფასი იციან და მიიჩნევენ, რომ საიდუმლოება გონივრულ ფარგლებში ურთიერთობისთვის სასარგებლოა.

ფრანგი არ დატოვებს ტუალეტის კარს ღიას, არ იჩქარებს ფეისბუქში სტატუსის შეცვლას ან პარტნიორისთვის აღსარების ჩაბარებას ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ფრანგმა იცის, რომ პირადი სივრცის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცისთვის და პარტნიორი სულაც არ ნიშნავს „საუკეთესო მეგობარს“.

ფრანგი კაცის გაგებით ქალს (ისევე როგორც კაცს) უფლება აქვს, საპირისპირო სქესის ბევრი მეგობარი და ნაცნობის ჰყავდეს და პარტნიორი ვალდებული არ არის მათ შესახებ იცოდეს. თავისუფლება ყველაზე მთავარია - სტატისტიკის თანახმად, ფრანგ მამაკაცთა 55% ერთხელ მაინც უღალატია მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ქალებისადმი პატივისცემა არასდროს დაუკარგავს.

„დიახ, ჩვენ გვინდა შამპანურითა და ხამანწკებით გაგიმასპინძლდეთ, ლამაზი თეთრეული და სამკაულები გიყიდოთ, ყვავილები გაჩუქოთ და თქვენით აღვფრთოვანდეთ. ეს ძველმოდურად ჟღერს, მაგრამ ყველა ეს სურვილი ჩვენში ფეხის ადგმისთანავე იღვიძებს. ჩვენ ქალბატონებს კარს ვუღებთ, ხელს ვუწვდით, ვდგებით, როდესაც მაგიდასთან სხდებიან. ჩვენ, უბრალოდ, ვიცით, რას და რატომ ვაკეთებთ და ქალი და სექსი ყოველთვის გვახსოვს. ფრანგებს, ალბათ, ერთადერთი ნაკლი აქვთ: წუწუნი გვიყვარს“ - აღიარა მსახიობმა ჟან დუჟარდინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში