თუ სექსი დიდი ხანია, არ გქონიათ - თავშეკავების 7 შედეგი
23:00 ხუთ. 4 ნოემბერი, 2021 წელი
ქალის სილამაზეს ბევრი რამ აყენებს ზიანს - ზედმეტი წონა, ცელულიტი, ნაოჭები, დამღუპველი ჩვევები და... სექსის არარსებობა. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობა სექსზეა დამოკიდებული.
წარმოგიდგენთ 7 დამტკიცებულ მიზეზს, რატომ არ უნდა თქვათ უარი სექსზე:
ორგანიზმის დასუსტება
სექსუალურად აქტიური ქალები იშვიათად ავადმყოფობენ. კვლევის თანახმად, მათ ორგანიზმში, ვისაც რეგულარულად აქვს სექსი, ანტისხეულების შემცველობა 30%-ით მეტია, ვიდრე იმ ქალებში, ვისთანაც სექსი ეპიზოდურია.
დეპრესია
კარგი სექსი ხსნის სტრესს. მიზეზი კი ენდორფინებია, რომლებსაც სექსუალური კავშირის დროს ორგანიზმი გამოყოფს. ისინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოემოციურ ფონზე. თუკი ეს ჰორმონი არასაკმარისად გაქვთ, დეპრესიაში ჩავარდნის რისკი მაღალია.
რთულად აღგზნება
რთული დასაჯერებელია, მაგრამ, რაც უფრო იშვიათია სექსუალური ცხოვრება, მით უფრო რთულად აღიგზნება ქალი. ხანგრძლივი თავშეკავების დროს ტვინი მთელ ორგანიზმში გასცემს სიგნალს და თითქოს არწმუნებს სხეულს, რომ სექსუალური ფუნქცია არ სჭირდება. ეს შესაძლოა, ანორგაზმიის მიზეზი გახდეს, რადგან სხეული, უბრალოდ, ივიწყებს ამ შეგრძნებას.
პრობლემები ურთიერთობაში
თუკი წყვილი იშვიათად კავდება სექსით, მათი დაშორების რისკი მაღალია. სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ხშირად ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზია.
პრობლემური კანი
სექსუალური აქტის დროს ქალის ორგანიზმი გამოყოფს კოლაგენს, რომელიც უზრუნველყოფს კანის ტონუსს, სიმკვრივესა და ელასტიკურობას. ამიტომ, სექსის გარეშე კანი მალე ბერდება და ნაოჭებიც ჩნდება.
პოტენციის პრობლემები
სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ხშირად მამაკაცებში ერექციის პრობლემის მიზეზი ხდება და, ასევე, ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.
ჭარბი წონა
როდესაც ადამიანი აღიგზნება, ხშირად მისი პულსი წუთში 70-დან 150 დარტყმამდე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სექსუალური სიახლოვის დროს იმდენივე კალორია იწვება, რამდენიც ნორმალურ ტემპში 15-წუთიანი სირბილით. ამიტომ სექსისგან თავშეკავების დროს წონაში მომატება სრულიად დასაშვებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან