დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

fun time

15:25 ორშ. 28 აპრილი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

14
დაკოპირებულია

სარგებლობდა. ამ ნამცხვრის ცომი სწრაფად, სულ რაღაც 10 წუთში იზილება, შემდეგი, 30 წუთით საყინულეში უნდა შედგათ და შეიძლება გამოაცხოთ.

20 ცალი „ენის“ მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • კვერცხი - 1 ც.
  • მარილი - 1/4 ჩ.კ.
  • ცივი წყალი - 80 მლ
  • ძმარი - 1 ს.კ. ლ.
  • ფქვილი - 340 გრ.
  • ცივი კარაქი ან მარგარინი - 180 გრ

ზემოდან მოსაყრელად:

  • შაქარი - 50-80 გრ.
  • ვანილის შაქარი - 5-10 გრ.

მომზადების წესი:

1. მოათავსეთ კვერცხი ჯამში, მოაყარეთ მარილი და ჩანგლით ათქვიფეთ.

2. დაუმატეთ კვერცხს ცივი წყალი და ძმარი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.

3. გაცრილი ფქვილი დიდ ჯამში ჩაყარეთ, წვრილად დაჭრილი, გაცივებული კარაქი (ან მარგარინი) დაუმატეთ და ხელით აზილეთ.

4. ცხიმიან ფქვილს დაასხით კვერცხიანი მასა და ცომი მოზილეთ. ცომი დამყოლი და ოდნავ წებოვანი უნდა იყოს.

5. ცომი გადაიტანეთ პოლიეთილენის პაკეტში და საყინულეში 30 წუთით შეინახეთ.

6. 30 წუთის შემდეგ ცომი საყინულიდან გამოიღეთ და გააბრტყელეთ, დაახლოებით, 0,5 სმ სისქის ნაჭრებად.

7. ცომს თავზე მოსაყრელი მასის (შაქარი + ვანილის შაქარი) ნაწილი მოაყარეთ.

8. ცომი კონვერტისებურად დაკეცეთ - დაახლოებით, 30 x 12,5 სმ ზომაზე.

9. ფენოვან ცომს თავზე ისევ ვანილიანი შაქრის ნაწილი მოაყარეთ და ისევ ოთხად დაკეცეთ.

10. ოთხად დაკეცილი ცომი გააბრტყელეთ, დაახლოებით, 30 x 20 სმ, 1 სმ სისქეზე.

11. ცომს წყალი გადაუსვით, დარჩენილი ვანილიანი შაქარი მოაყარეთ და 10 x 3 სმ. ზომის ოთხკუთხედებად დაჭერით.

12. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ენები გადაიტანეთ.

13. ნამცხვარი წინასწარ გახურებულ ღუმელში, 200°C-ზე დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინე...

სამარხვო დესერტი —
შოკოლადის მაფინები

ხაჭოს ორცხობილები - ყველაზე მარტივი...

ხაჭოს ორცხობილები

როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?

ნიგვზის რძე

პანა კოტა ფორთოხლით - მსუბუქი საახა...

პანა კოტას რეცეპტი

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“