დესერტი

ხაჭოს ორცხობილები - ყველაზე მარტივი რეცეპტი!

fun time

15:00 შაბ. 15 თებერვალი

ხაჭოს ორცხობილები

14
დაკოპირებულია

თუ ხაჭოს ნამცხვრები გიყვართ, ეს მარტივი რეცეპტი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ.

საჭირო პროდუქტი:

  • ხაჭო – 200 გრ. (ნებისმიერი ცხიმიანობის, მაგრამ მშრალი - არა)
  • კარაქი – 50 გრ. (ოთახის ტემპერატურის)
  • შაქარი – 50 გრ.
  • ვანილი – 15 გრ.
  • ფქვილი - 130 გრ.
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ

მომზადება:

ხაჭო მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი და ცოტა მარილი. ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

ცალკე თასში გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ ხაჭოს მასას. ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, რაც დამოკიდებულია ფქვილის ხარისხზე და ხაჭოს ტენიანობაზე.

ცომი ჯერ ნიჩბით, შემდეგ კი ხელით მოზილეთ. ცომი რბილი და ნაზი უნდა იყოს, მაგრამ ხელს არ უნდა ეკრობოდეს. ძალიან დიდხანს არ ზილოთ, თორემ გამაგრდება.

შემდეგ ცომი პოლიეთილენში გაახვიეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. დარბილებული კარაქი მაცივარში გამაგრდება და ცომთან მუშაობა უფრო ადვილი იქნება.

როცა ცომს მაცივრიდან გამოიღებთ, ფქვილმოყრილ დაფაზე დადეთ, 3-5 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ და თქვენთვის სასურველ ფორმებად დაჭერით.

საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დაჭრილი ცომი გადაიტანეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

ხაჭოს ნამცხვრები ღუმლიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. სუფრასთან მიტანამდე შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით