დესერტი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

fun time

17:16 ოთხ. 23 ოქტომბერი, 2024 წელი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

14
დაკოპირებულია

იზაბელა, იგივე ადესა, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული მუქი ფერის, არომატული ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც, მათობელა ღვინის გარდა, გემრიელი მურაბაც მზადდება. „იზაბელას“ მურაბას მომჟავო გემო, გამორჩეული არომატი და მუქი ფერი აქვს. ის სუფრასთან თხილთან, მშრალ კრეკერებთან ან ნაყინთან ერთად მიაქვთ.

საჭირო პროდუქტი:

  • „იზაბელას“ ჯიშის ყურძენი - 500 გრ.
  • შაქარი - 3 ჭიქა (540 გრ)
  • „იზაბელას“ ჯიშის ყურძნის წვენი - 0,5 ჭიქა (100 გრ)

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ქვაბი, პატარა ცეცხლგამძლე ჯამი და ნახევარლიტრიანი, წინასწარ გასტერილებული ქილა თავსახურით.

2. ყურძენი დამარცვლეთ, გარეცხეთ და თუშფალანგზე დატოვეთ, სანამ წყალი არ მოსცილდება. ამის შემდეგ ყურძნის მარცვლები მთლიანად გასაშრობად ტილოს ან ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ.

3. შემდეგ ყურძნის მარცვლები ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ 1,5 ჭიქა შაქარი. ქვაბი კარგად შეანჯღრიეთ, ისე რომ შაქარი თანაბრად გადანაწილდეს, გადააფარეთ სუფთა ტილო და 4-5 საათი დატოვეთ, რათა მარცვლებმა წვენი გამოუშვან.

4. დარჩენილი 1,5 ჭიქა შაქარი და ყურძნის წვენი ცალკე ჯამში მოათავსეთ და აურიეთ. ამის შემდეგ საშუალო ცეცხლზე გადაიტანეთ და 4-5 წუთის განმავლობაში გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ დნება. ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით და სიროფი გააგრილეთ.

6. გაგრილებული სიროფი ყურძნიან ქვაბში ჩაასხით, საშუალო ცეცხლზე დადგით და დროდადრო მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. მურაბა 25-30 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ სიროფი არ გასქელდება და პერიოდულად, ქაფი მოხადეთ.

7. ცხელი მურაბა ქილაში გადაიტანეთ, თავსახური დააფარეთ, დახუფეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ქაცვის მომზადება - მურაბის მარტივი რეცეპტი

ფორთოხლის კანის მურაბა

ლეღვის მურაბა ნიგვზით



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით