დესერტი

ნამცხვარი იდეალი - რეცეპტი იდეალური გემოვნების ადამიანებისთვის

fun time

12:00 ოთხ. 28 დეკემბერი, 2022 წელი

ნამცხვარი იდეალი

14
დაკოპირებულია

ექსკლუზიური რეცეპტი „FunTime“-ის მკითხველებისთვის გამოცდილი კონდიტერის ნონა კალანდაძისგან.

იდეალის ბისკვიტი

საჭირო პროდუქტი:

  • კვერცხი - 5-6 ცალი
  • შაქარი - 2,5 ჭიქა
  • კარაქი ან მარგარინი - 200 გრამი
  • ნატურალური თაფლი - 3-4 სუფრის კოვზი
  • გატარებული ნიგოზი - ნახევარი ჩაის ჭიქა
  • ფქვილი - 3-4 ჭიქა
  • სოდა, ძმრით - 1 ჩ. კოვზი

მომზადება:

საშუალო ზომის ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი ან მარგარინი და ისევ კარგად თქვიფეთ.

ახლა კი უკვე თაფლის დროა - დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური თაფლის დამატების შემთხვევაში, ტორტში სოდის გემო არ იგრძნობა, ამიტომ ეცადეთ, თაფლი ნატურალური იყოს.

თაფლის შემდეგ ცომს დაუმატეთ გატარებული ნიგოზი, სოდა ძმრით და იმდენი ფქვილი (დაახლოებით, სამიდან ოთხ ჭიქამდე), რომ თხელი ცომი მივიღოთ.

გამზადებული ცომი უნდა გააჩეროთ 15-20 წუთი და შემდეგ ტორტის ფენების ცხობას შეუდექით.

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ ცომის მესამედი და საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 150 გრადუსზე გამოაცხვეთ.

მეორე და მესამე ფენებიც იმავე წესით ცხვება.

იდეალის კრემი

საჭირო პროდუქტი:

კარაქი - 300-400 გრამი
მოხარშული შესქელებული რძე - 600-700 გრამი
ვანილი - 2 პაკეტი

მომზადება:

კარაქი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ცოტა ვანილი.

კრემი რომ უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვიდეს, ორი სუფრის კოვზი რძიანი ფაფის დამატებაც მოგიწევთ:

რძიანი ფაფის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი ერთმანეთში აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ 1 ჭიქა თბილი რძე და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, კარგად გააცივეთ და პირველ კრემს შეათქვიფეთ.

ნამცხვრის „აწყობა“:


პირველ ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და თავზე მეორე ფენა დაადეთ.

იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე ფენების შემთხვევაშიც.

თანაბარი რაოდენობით მოხარშული და მოუხარშავი შესქელებული რძე ერთმანეთში კარგად აურიეთ და ტორტს თავზე წაუსვით.

„იდეალმა“ დასრულებული სახე რომ მიიღოს, ზემოდან დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ და კარამელი მოასხით. კარამელის ყიდვა შესაძლებელია ყველა საკონდიტრო მაღაზიაში.

სულ ეს არის - თქვენი საუკეთესო იდეალი მზადაა!

შენიშვნა:

ინგრედიენტებში 100 გრამით მეტნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ მცხობელს შეუძლია, ფქვილის, შესქელებული რძისა თუ კარაქის რაოდენობა საკუთარი გემოვნებით განსაზღვროს.

გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი