დესერტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

fun time

17:30 ორშ. 26 თებერვალი

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

14
დაკოპირებულია

ვაშლის ღვეზელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნამცხვარია. საქმე ის გახლავთ, რომ ვაშლი ზომიერ სარტყელში იზრდება და ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ხილია. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ევროპაში ვაშლის ნამცხვრების დიდი არჩევანია. ამჯერად ფრანგული ვაშლის ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებს და სტუმრებს აუცილებლად მოეწონებათ. 

 

პროდუქტი ცომისთვის:

  • კვერცხი - 2 ც.;
  • შაქარი – 50 გ;
  • ზეთი - 80 მლ;
  • გამაფხვიერებელი - 8 გ;
  • ფქვილი - 340 გ.

პროდუქტი გულსართისთვის:

  • ვაშლი - 2 ც.;
  • შაქარი - 2 ს.კ.
  • კარაქი - 1 ს.კ.
  • დარიჩინი - მწიკვი;
  • გარგარის ჯემი - 2 ს.კ.

პროდუქტი მინანქრისთვის:

  • კვერცხი ცილა;
  • შაქრის პუდრა - 125 გრ.
  • გარგარის ჯემი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:

ვაშლები გარეცხეთ, გაფცქვენით და კურკები მოაცილეთ. გასუფთავებული ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, დარიჩინი, შაქარი და კარაქი დაუმატეთ.

გახეხილი ვაშლი დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, სანამ შაქარი არ გადნება და ვაშლი ოქროსფერს არ მიიღებს.

ცომის მოსამზადებლად კვერცხები და შაქარი კარგად აურით, სანამ შაქარი არ გადნება. შაქრიან კვერცხს დაამატეთ ზეთი, ნაწილ-ნაწილ ფქვილი, გამაფხვიერებელი და რბილი და ელასტიკური ცომი მოზილეთ, რომელსაც ორ თანაბარ ნაწილად გაყოფთ.

ცომის ერთი გუნდა საცხობი ფირფიტის ზომაზე გააბრტყელეთ და კიდეები ცოტა აუმაღლეთ. ცომს ჯერ გარგარის ჯემი წაუსვით და შემდეგ ვაშლის შიგთავსი.

გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა და ცომის შიგთავსიან ფენას დააფარეთ. პირველი და მეორე ფენის კიდეები შეკარით და ღვეზელი ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

მინანქრისთვის ცილა მანამდე უნდა თქვიფოთ, სანამ ღრუბლისებრ, მყარ მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ ცილას შაქრის პუდრა დაამატეთ და თქვეფა განაგრძეთ. ბოლოს მინანქარი ღვეზელს მოასხით და გაასწორეთ.

გარგარის ჯემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და მინანქარზე კვადრატები დახაზეთ.

ღვეზელი ღუმელში მოათავსეთ და 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტებიც სცადეთ:

ვაშლის ნამცხვარი არაჟნის კრემით

ვაშლის ნამცხვარი ლიმონით

ვაშლის შტრუდელი ლავაშით

ვაშლის შარლოტკა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!