ვაშლის ნამცხვარი ლიმონით - ნეტარება ცივ ამინდში ცხელ ჩაისთან
14:00 პარ. 26 ნოემბერი, 2021 წელი
ეს ვაშლის მარტივი ღვეზელი თქვენგან ითხოვს ნახევარი საათს, სამ ვაშლს და რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ყოველთვის გიდევთ მაცივარში.
საჭირო პროდუქტი:
- ფქვილი - 200 გრ
- კვერცხი - 2
- მაწონი - 250 გრ.
- შაქარი - 200 გრ.
- სოდა - 1 ჩაის კოვზი
- ზეთი - 100 გრ.
- ვანილი
- მწიკვი მარილი
- 2-3 ვაშლი
- გახეხილი ლიმონი.
მომზადების წესი:
თხელკანიანი ვაშლი გარეცხეთ, კანი გააცალეთ და გახეხეთ. დაუმატეთ კანიანად გახეხილი ლიმონი და აურიეთ.
ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
თქვეფის პროცესში დაუმატეთ მაწონი, რომელშიც არეულია სოდა, ზეთი, ვანილი, მარილი;
ბოლოს ჩააყარეთ ფქვილი.
მიიღებთ, დაახლოებით, არაჟნის სისქის ცომს, რომელიც ცხიმწასმულ ფორმაში უნდა ჩაასხათ და თავზე ვაშლისა და ლიმონის ნაზავი გადაუსვათ (შეგიძლიათ, ვაშლი სხვა ხილით ან ხილფაფითაც ჩაანაცვლოთ). ვიდრე ფორმაში ჩაასხამთ, დაახლოებით, 2-3 სუფრის კოვზი ცომი მოიტოვეთ და 1-2 სუფრის კოვზი მაწვნითა და ცოტაოდენი ზეთით გაათხელეთ.
ეს თხელი ცომი თავზე მოასხით გამზადებულ „პეროგს“, შაქარი მოაყარეთ და წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით.
ცხვება ზომიერ ცეცხლზე, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
და შემდეგში ესეც სცადეთ 👩🍳👇:
ვაშლის შტრუდელი ლავაშით - მარტივი რეცეპტი მათთვის, ვისაც ვაშლის ნამცხვარი გიყვართ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან