დესერტი

„ზოლიანი ტორტი“ - დესერტი ცხობის გარეშე

fun time

12:00 კვი. 14 ნოემბერი, 2021 წელი

ზოლიანი ტორტი

14
დაკოპირებულია

ეს დესერტი მოუცლელი დიასახლისებისთვისაა - ბევრ დროს არ მოითხოვს და ქურასთან ტრიალი არ სჭირდება.

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კაკაოს ფხვიერი ნამცხვარი - 300 გრ
  • ხაჭო - 360 გრ
  • არაჟანი - 300-400 გრ
  • შაქარი - 150-200 გრ
  • ჟელატინი - 20 გრ
  • შოკოლადი - 1 ფილა

მომზადების წესი:

1. ჟელატინი 50 გრ ანადუღარ, ცივ წყალში ჩაყარეთ და 40 წთ გააჩერეთ.
2. ხაჭო კარგად ასრისეთ. დაუმატეთ შაქარი და არაჟანი და მიქსერით ათქვიფეთ.
3. დამბალი ჟელატინი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, ხაჭოს მასას დაუმატეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
4. კექსის ფორმაში ჩააფინეთ ფოლგის ქაღალდი. ძირში დაალაგეთ კაკაოს ფხვიერი ნამცხვარი და გადაუსვით ხაჭოსა და არაჟნის კრემი. გააგრძელეთ ნამცხვრისა და კრემის მონაცვლეობა, სანამ ორივე არ გათავდება.
5. ტორტი მაცივარში 4 საათით ან მთელი ღამით შედგით. შემდეგ ფორმა ამოატრიალეთ და ტორტი ლანგარზე გადმოიტანეთ. ბოლოს კი თავზე გამდნარი შოკოლადი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში