დესერტი

ვაშლის ნამცხვარი არაჟნის კრემით

fun time

12:00 სამ. 22 მარტი, 2022 წელი

ნამცხვარი არაჟნის კრემით

14
დაკოპირებულია

მომჟავო ვაშლის არომატი და უნაზესი არაჟნის კრემი - ტკბილეულის მოყვარულებს ეს უგემრიელესი ნამცხვარი აუცილებლად მოეწონებათ.

საჭირო პროდუქტი:

  • ვაშლი - 1 კგ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კარაქი - 150 გრ
  • არაჟანი - ნახ.ჭიქა
  • სოდა - ნახ.ჩ/კ
  • ძმარი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა


მომზადების წესი:

  1. ორი სუფრის კოვზი ფქვილი კრემისთვის შეინახეთ, დანარჩენი კი ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქთან ერთად აზილეთ. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ძმრიანი სოდა და რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეკრობათ;
  2. ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით (ეცადეთ, მჟავე და ტკბილი ვაშლის ჯიშები შეარჩიოთ);
  3. ცომი გააბრტყელეთ, ცხიმწასმულ ფორმაში გადაიტანეთ და დაჭრილი ვაშლი მოალაგეთ;

    ახლა არაჟნის კრემის მომზადების დროა:

  4. ერთმანეთში აურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ შაქარი, არაჟანი, კვერცხი და 2 ს/კ ფქვილი. მიიღებთ თხელი კონსისტენციის კრემს, რომელიც ვაშლის ნაჭრებს უნდა დაასხათ;
  5. ნამცხვარი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და 40-50 წუთის განმავლობაში აცხვეთ;
  6. კარგად რომ გაცივდება, შარლოტკა ფორმიდან ამოიღეთ და თავზე შაქრის პუდრა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?