პრინც უილიამის საყვარელი შოკოლადის ტორტის რეცეპტი - ცხობა არ სჭირდება!
13:56 შაბ. 28 იანვარი, 2023 წელი

ეს უგემრიელესი, ხრაშუნა შოკოლადის ტორტი პრინცი უილიამის საყვარელი დესერტია. სწორედ ამ ტორტით გაუმასპინძლდა 2011 წლის აპრილში სამეფო ოჯახი პრინცი უილიამისა ქეით მიდლტონის ქორწილში მოწვეულ სტუმრებს.
საქორწინო ტორტი ორცხობილა Mcvitie's -ის მწარმობელმა კომპანიამ 1700 გრამი ორცხობილისა და 17 კგ შოკოლადისგან დაამზადა!
სამეფო ტორტის რეცეპტი ძალიან მარტივია, ამიტომ ჩვენს გურმან მკითხველებს მისი დამზადება არ გაუჭირდებათ.
4-6 ნაჭრიანი შოკოლადის ტორტის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
- კარაქი - 340 გრ
- სიმინდის სიროფი (გლუკოზა) - 240 გრ
- კაკაო - 60 გრ
- შავი შოკოლადი - 120 გრ
- ვანილი - 5 გრ.
- ფსტა - 60 გრ
- ლეღვის ჩირი - 100 გრ
- დაფშვნილი ორცხობილა - 450 გრ
მომზადების წესი:
1. კარაქი და კაკაო კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ;
2. დაამატეთ სიროფი და ვანილი;
3. ფსტა და ლეღვის ჩირი წვრილად დაჭერით, ამ მასას დაუმატეთ კარაქი და აურიეთ;
4. მიღებული მასა 1 საათით მაცივარში მოათავსეთ;
5. მასა მაცივრიდან გამოიღეთ, დატეხილი ორცხობილა დაუმატეთ და აურიეთ;
6. ორცხობილიანი მასა ფორმაში გადაიტანეთ (შეგიძლიათ სილიკონის ფორმა გამოიყენოთ) და კარგად ჩატკეპნეთ, რათა ფორმა მიიღოს;
7. ამოიღეთ ტორტი ფორმიდან;
8. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ და ტორტს დაასხით;
9. სულ ბოლოს კი ტორტი ორი საათით მაცივარში მოათავსეთ;
სულ ეს არის!
შენიშვნა:
შეგიძლიათ ტორტს ალუბლის ჩირი დაუმატოთ ან ფსტა ნიგვზით ჩაანაცვლოთ. ტორტის მომზადებისთვის დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.
გემრიელად მიირთვით!
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ Funtime-ს სხვა ტკბილეული ცხობის გარეშე 😋
სიახლეები ამავე კატეგორიიდან