დესერტი

არაჟნის მოხარშული კრემი

fun time

18:00 ხუთ. 8 მაისი, 2025 წელი

არაჟნის მოხარშული კრემი

14
დაკოპირებულია

არაჟნის მოხარშული კრემი ტორტისა და ნამცხვრებისთვის იდეალურია. ის ტორტზე მკაფიო და ლამაზ ფორმებს ქმნის და მსუბუქი ნაღების არომატი აქვს. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • არაჟანი (20% და ზემოთ) – 300 გრ.
  • კარაქი – 250 გრ.
  • შაქარი – 170 გრ.
  • კვერცხი – 1 ცალი
  • სიმინდის სახამებელი – 25 გრ.
  • მარილი – მწიკვი
  • ვანილი – მწიკვი

მომზადების წესი:

1. პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, მარილი, სახამებელი და აურიეთ.

2. შაქრიან მასას დაუმატეთ არაჟანი და კვერცხი და სწრაფი მორევით დაბალ ცეცხლზე დაადგით.

3. გათბობის შედეგად მასა გათხელდება.

4. წამოდუღებისთანავე, კრემი დაიწყებს შესქელებას.

5. როგორც კი კრემი გასქელდება, ცეცხლი გათიშეთ და კრემს კიდევ 2 წუთის განმავლობაში ურიეთ. კრემიანი ჯამი ცივ წყალში ჩადგით და გააცივეთ.

6. სანამ კრემის ფაფა ცივდება, რბილ კარაქს დაუმატეთ ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ.

7. გაციებული კრემის ფაფა სამ ნაწილად დაამატეთ ათქვეფილ კარაქს და ყოველი დამატების შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ.

8. მზა კრემი ძალიან ფაფუკი და რელიეფური გამოდის და მკვეთრად გამოხატული გემო აქვს.

რჩევები:

არაჟანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტემპერატურის;

კარაქი უნდა იყოს ნატურალური, მინიმუმ 72,5%-იანი ცხიმიანობით;

კარაქისა და კრემის ფაფის შერევამდე ორივე მასა უნდა იყოს გაციებული;

კრემის შენახვის ვადა დამოკიდებულია არაჟნის ვადაზე, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი