დესერტი

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხური ტორტის საუკეთესო რეცეპტი

fun time

17:02 პარ. 30 მაისი

ტოროტი მიკადო

14
დაკოპირებულია

მარტივი დესერტები თუ გაინტერესებთ, ტორტი „მიკადო“ აუცილებლად სცადეთ - მის გამოსაცხობად არც ძვირად ღირებული ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი დრო. ტორტი ფხვიერი ფენებით, კარაქის კრემით, მოხარშული შესქელებული რძითა და შოკოლადით მზადდება. გაითვალისწინეთ, რომ „მიკადო“ რბილი, ფაფუკი და მსუბუქი დესერტი არ არის. პირიქით, ის მკვრივი, ხრაშუნა და ძალიან კალორიულია. 

საჭირო პროდუქტი ცომისთვის:

  • კარაქი – 150 გ
  • შაქარი – 100 გ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • არაჟანი – 5 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ/ კ. ან სოდა 1/2 ჩ/კ.
  • ფქვილი – დაახლოებით 700 გრ.
  • ვანილი – მწიკვი

საჭირო პროდუქტი კრემისთვის:

  • მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა
  • კარაქი – 230 გრ.
  • შოკოლადის კრემი ( Nutella, Milka ან Nutti) – 150 გრ.

თავზე მოსაყრელად:

რძიანი ან შავი შოკოლადი – გემოვნებით

ცომის მომზადება:

1. დარბილებულ კარაქს შაქარი და ვანილი დააყარეთ და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. გაცრილ ფქვილში გამაფხვიერებელი (ან სოდა) აურიეთ, კვერცხიან მასას დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელებს არ მიეკვრება.

გაყავით ცომი 6 ნაწილად და მაცივარში 1 საათით ან მთელი ღამით დატოვეთ.

შენიშვნა: მზა ცომი შეგიძლიათ პოლიეთილენის პარკში შეახვიოთ და მაცივარში რამდენიმე დღე შეინახოთ.

2. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომის თითოეული ბურთი ძალიან თხლად გააბრტყელეთ. რაც უფრო თხელი იქნება ფენები, მით უფრო გემრიელი გამოვა ტორტი.

ტორტის ფენები წინასწარ 200°-ზე გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ტორტისთვის დაახლოებით 10 ფენა დაგჭირდებათ, აქედან ერთი თავზე მოსაფხვნელად გადაინახეთ.

კრემის მომზადება:

რბილი კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, ოთახის ტემპერატურის მოხარშული, შესქელებული რძე დაუმატეთ და ისევ კარგად ათქვიფეთ.

ბოლოს შოკოლადის კრემი დაუმატეთ და გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ტორტის აწყობა:

კრემი ყველა ფენაზე გადაანაწილეთ (დაახლოებით 1.5 ს. კ. თითოეულ ფენაზე).

დარჩენილი კრემი ტორტის თავზე და გვერდებზე წაუსვით.

ტორტს თავზე გახეხილი შოკოლადი, გვერდებზე კი დაფშვნილი ფენა მოაყარეთ.

შენიშვნა:

კრემში შეგიძლიათ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი დაამატოთ.

ვანილი შეგიძლიათ 1-2 ს. კ. კონიაკში გახსნათ – ეს ტორტის არომატს გააძლიერებს.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობის გარეშე

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბლები ვაფლით

ხაჭოს ტორტი ტაფაზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინე...

სამარხვო დესერტი —
შოკოლადის მაფინები

ხაჭოს ორცხობილები - ყველაზე მარტივი...

ხაჭოს ორცხობილები