დესერტი

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

fun time

19:19 ოთხ. 23 ივლისი

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

14
დაკოპირებულია

ჩვენი რეცეპტით მომზადებული წითელი მოცხარის ჟელე გამჭვირვალე და ძალიან გემრიელია.  პექტინის მაღალი შემცველობის წყალობით ის კარგად ინარჩუნებს ფორმას და ოთახის ტემპერატურაზეც კი სქელდება. 

საჭირო პროდუქტი:

  • წითელი მოცხარი – 1,5 კგ
  • შაქარი – 1 კგ
  • წყალი – 150 მლ

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილი მოცხარი ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 5-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ამ დროში კენკრა დარბილდება და წვენს გამოუშვებს.

შემდეგი ეტაპი ყველაზე შრომატევადია. კენკრის წვენი მანამ უნდა გამოწუროთ, სანამ მთლიანად გაცივდება, რადგან გაცივების შემდეგ წვენი ჟელესავით სქელდება. ასე რომ, ჯერ კიდევ ცხელი მოცხარი საცერზე გახეხეთ. თუ ლითონის საცერი არ გაქვთ, შეგიძლიათ თუშფალანგი და რამდენიმე ფენა დოლბანდი გამოიყენოთ. მთავარია, რომ ჟელეში წითელი მოცხარის კურკები არ მოხვდეს.

მოცხარის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.

დუღილისას წვენის ზედაპირზე სქელი ქაფი გაჩნდება, რომელიც აუცილებლად უნდა მოაცილოთ.

მოცხარის წვენი დუღილის დაწყებიდან 7-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შემდეგ წინასწარ გასტერილიზებულ ქილებში გადაანაწილეთ, გასტერილებული თავსახურები დაახურეთ და მოხუფეთ.

ჟელეთი სავსე ქილები ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ და შემდეგ გრილ, ბნელ ადგილზე შეინახეთ.

აი ასე, წითელი მოცხარის ჟელე ზამთრისთვის მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

მარწყვის ჯემი ჟელატინით

ფეიხოას ჯემი - მოამზადეთ „ცოცხლად“!

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლომანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუქ...

ბლონმანჟე შოკოლადით