დესერტი

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახლისებისთვის

fun time

18:23 შაბ. 2 აგვისტო

ჟოლოს გაყინვა

14
დაკოპირებულია

ბოლო დროს ზამთრისთვის კენკრის გაყინვა ძალიან  პოპულარული გახდა. ეს კენკრის შენახვის მარტივი ხერხია, რომელიც გაზქურასთან ტრიალს და ქილების სტერილიზაციას არ მოითხოვს. რაც მთავარია, სწორად გაყინვის შემთხვევაში კენკრა ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. 

გაგიზიარებთ 4 „ოქროს წესს“, რომელიც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

1. არავითარი რეცხვა

ჟოლოს არ რეცხავენ არც მურაბის მოხარშვამდე, არც გაყინვამდე და არც ჭამის წინ. ეს კენკრა ძალიან ნაზია და ბევრ წყალს იწოვს, რაც ჭარბი კრისტალების წარმოქმნას იწვევს.

ცნობილია, რომ გაყინვისას წყალი ფართოვდება და ჭარბი ყინულის კრისტალები კენკრას შიგნიდან ხეთქავს. ამიტომ ჟოლოს გარეცხვა დაუშვებელია. ბაქტერიებზე არ იდარდოთ – ისინი გაყინვის პროცესში იხოცებიან.

2. კენკრა გადაარჩიეთ

გირჩევთ გაყინვამდე ჟოლო უნდა გადაარჩიოთ და საღი კენკრა დაჭყლეტილისგან გააცალკევოთ.

დაჭყლეტილი კენკრა, რომელიც წვენს გამოუშვებს, ზედმეტი ტენიანობის გამო მთელ მასას ერთ წებოვან გროვად აქცევს. ასე რომ, უმჯობესია, გასაყინად გადამწიფებული ჟოლო არ გამოიყენოთ.
დაჭყლეტილი კენკრა კი უმჯობესია, დააბლენდეროთ და სურვილისამებრ შაქრით ან უშაქროდ გაყინოთ.

3. გამოიყენეთ მცირე ზომის ჭურჭელი

ჟოლოს გაყინვისას დიდი ზომის ჭურჭელი არ უყვარს. მით უმეტეს, არასასურველია მისი პარკებში გაყინვა!

თუ გსურთ, რომ კენკრა არ დაზიანდეს და მთლიანი დარჩეს, უმჯობესია მცირე ზომის პლასტმასის კონტეინერები გამოიყენოთ.

კენკრა ძალიან ფრთხილად უნდა მოათავსოთ ასეთ კონტეინერებში და ისე დაალაგოთ, რომ ზემოდან არაფერი დააწვეს.

4. გააცივეთ წინასწარ

ამ წესის შესახებ ძალიან ცოტამ იცის — როცა ოთახის ტემპერატურის ჟოლო პირდაპირ საყინულეში ხვდება, გამოიყოფა ტენი, რომელიც შემდეგ ყინულად იქცევა, ეს კი კენკრის ერთმანეთზე მიწებებას იწვევს.

გამონაკლისს წარმოადგენს შოკური გაყინვა, როცა პროდუქტი წამებში იყინება და კონდენსატი არ წარმოიქმნება, მაგრამ სახლის მაცივრებს ასეთი ფუნქცია არ აქვთ, ამიტომ პროდუქტი ნელა იყინება.

კონდენსატის წარმოქმნა რომ თავიდან ავიცილოთ, კენკრა მაცივარში, ღია ჭურჭელში წინასწარ უნდა გააციოთ.

როცა ჟოლო კარგად გაცივდება, შეგიძლიათ კონტეინერებში გადაანაწილოთ და საყინულეში შედგათ.

ესეც სცადეთ:

მწვანილის შენახვა ზამთრისთვის - გაყინვა, გაშრობა, დამარილება

ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის ზოგადი წესები

ატმის წვენი ზამთრისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლომანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუქ...

ბლონმანჟე შოკოლადით