ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრის ყავა, გამორჩეული გემოთი
14:55 ხუთ. 29 მაისი

ქოლდ ბრიუ ყავის ცივად დაყენების მეთოდია. ამ მეთოდით მომზადებული ყავა თავისი რბილი გემოთი და დაბალი მჟავიანობით არის გამორჩეული.
საჭირო პროდუქტი:
- საშუალოდ ან მსხვილად დაფქული ყავა - 100 გრ.
- ცივი წყალი - 400–600 მლ
ასევე დაგჭირდებათ:
ფართო ჭურჭელი ხუფით
ფილტრი (ქაღალდის ან სხვა) ან ე.წ. ფრენჩ პრესი
როგორ მოვამზადოთ:
1. ყავას დაასხით ცივი წყალი და კარგად აურიეთ.
2. დაახურეთ ხუფი და 8–12 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
3. ყავა ფილტრში ფრთხილად გაატარეთ, საჭიროების შემთხვევაში – რამდენჯერმე.
4. ამ ეტაპზე თქვენ მიიღეთ ცივი ყავის კონცენტრატი, რომელიც მაცივარში რამდენიმე დღე ინახება.
5. ერთი ფინჯანი ცივი ყავის დასაგემოვნებლად, გააზავეთ კონცენტრანტი რძით ან წყლით. შეგიძლიათ დაამატოთ ყინულის კუბიკები.
რჩევა:
ქოლდ ბრიუ სპეციალურ ტექნიკას არ საჭიროებს — საკმარისია უბრალო ჭურჭელი და სურვილი.
კოლდ ბრიუს მომზადება სახლში მარტივი პროცესია, რომელიც საყვარელი ყავის ახალი გემოებისა და თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
თუ რბილი და კარგად დაბალანსებული ყავა გიყვართ, ეს მეთოდი თქვენთვისაა!
ესეც სცადეთ:
ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“
ყავის რეცეპტი, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს
ნალექიანი ყავის სარგებელი - შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან