დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:03 კვი. 10 ნოემბერი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მცირე გაუგებრობებზე არ უნდა ინერვიულოთ - ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქრებლად არ მოიქცევით. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად - ეცადეთ, ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.

ტყუპები

თქვენი თავდაჯერება უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მაინც გადაჭარბებულია. ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნეიტრალური დღეა.

კირჩხიბი

გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს არავინ მოგიგვარებთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ. დღის ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ თქვენი თანდაყოლილი ოპტიმიზმი ნეგატიურ ტენდენციებზე ძლიერია. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

ლომი

რთული დღე გელით - შეიძლება, გაუგებარი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ მომხდარის მიზეზი დაადგინოთ და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. ახლობელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები.

ქალწული

ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას გრაფიკიდან გადახვევის გარეშე შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ.

სასწორი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ წინა დღეს დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი უთანხმოება მოაგვაროთ. მიზანდასახული ქმედების წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ წვრილმანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და უსიამოვნო ფაქტებს არ ითვალისწინებთ. კოლეგის რჩევები დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი პატარ-პატარა უსიამოვნება და სამწუხარო გაუგებრობა გელით. ეს შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანოთ, მაგრამ არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა მაინც უნდა გაითვალისწინოთ. დღეისთვის რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ახალო და უჩვეულო აღმოაჩინოთ. გირჩევთ ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

რაღაც მოვლენა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. იმის ნაცვლად, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ, დამნაშავეს ეძებთ და ეს თქვენი პირველი შეცდომაა. მეორე ის არის, რომ სხვებს უფრო ენდობით, ვიდრე საკუთარ თავს. თქვენი გულუბრყვილობა არაკეთილგანწყობილ ადამიანს შანსს აძლევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენონ.

თხის რქა

იღბლის და ხელსაყრელი გარემოებების იმედად ნუ იქნებით. სამწუხაროდ, ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არ არიან - ახლობელ ადამიანებს დროდადრო პრობლემები შეექმნებათ, რომელთა მოგვარება თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდება და საკუთარი საქმისთვის დრო პრაქტიკულად აღარ დაგრჩებათ. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომელმაც წარსულში გული გატკინათ.

მერწყული

იძულებული ხართ, რთული საკითხები გადაჭრათ და გარშემო მყოფთა პრობლემები მოაგვაროთ, რისი სურვილიც არ გაქვთ. გინდათ, რომ გარშემომყოფებმა მარტო დაგტოვონ და მშვიდად დასვენების საშუალება მოგცენ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ოცნებებია, რომლებსაც ასრულება არ უწერია. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

თევზები

ყოველმხრივ არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გარემოებების მსხვერპლი აღმოჩნდეთ და უთანასწორო ბრძოლაში ჩაებათ. ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ერთგული და გამოცდილი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაზე აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ხარჯები გელით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge