დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 კვი. 11 დეკემბერი, 2022 წელი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომლისგანაც თავს ადვილად ვერ დააღწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან ზემოთ ხსენებული ადამიანი მოქმედებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და აბეზარი თანმხლების წასვლას მოთმინებით დაელოდოთ.

კურო

ამ დღეს რჩევისა და დახმარებისთვის ყველა თქვენ მოგმართავთ. სავარაუდოდ, ეს თქვენთვის პრობლემად იქცევა, რადგან აქამდე თქვენი ინტუიციის მიმართ ასეთი ინტერესი არასდროს ყოფილა. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და რჩევისთვის თქვენთან მოსული ადამიანების პრობლემები სერიოზულად აღიქვათ.

ტყუპები

მომდევნო 24 საათს სიმშვიდესა და იდილიაში გაატარებთ. სადაც არ უნდა იყოთ, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეს დღე შესანიშნავად ჩაივლის, თუ ყველაფერში ზომიერებას დაიცავთ.

კირჩხიბი

გამეორების დღე გელით. დეჟავიუს განცდა გაიძულებთ, მოგონებებში ჩაეფლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულზე ფიქრის ნაცვლად ეს დღეები ცოდნის გაღრმავებას დაუთმოთ, არც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

ლომი

თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, უახლოესი დღეები ლომების პირადი ურთიერთობებისთვის საუკეთესოა და ეცადეთ, სწორად გამოიყენოთ. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ძვირფას კავშირი უფრო მყარი და ჰარმონიული გახადოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობებში ვნების ნაპერწკლის შენარჩუნება.

ქალწული

ეს დღე თქვენს ნერვებს გამოცდას მოუწყოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პროვოკაციები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბოროტ ენებს და ისე იცხოვრეთ, როგორც გინდათ.

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა ცინიზმის შესახებ უნდა დაივიწყონ. რა თქმა უნდა, საკუთარი გამჭრიახობის წარმოჩენა ზოგჯერ სასარგებლოა, მაგრამ სხვების კრიტიკას უნდა მოერიდოთ. გირჩევთ, ამ დღეს რეალურ შეხვედრებთან შედარებით უპირატესობა ტელეფონზე საუბარს მიანიჭოთ. უცნაურია, მაგრამ თქვენს სათქმელს ასე უფრო დამაჯერებლად გამოხატავთ.

მორიელი

მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება მოუწევთ. რა თქმა უნდა, ის შეიძლება არც ისე სერიოზული იყოს, მაგრამ მოქმედება მაინც აუცილებელია. ნუ ეცდებით საკუთარი პრობლემების სხვებზე გადაბრალებას. თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენს ხელშია.

მშვილდოსანი

ეცადეთ საბოლოოდ გააცნობიეროთ, ცხოვრებისგან რას ელით. ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენ ირგვლივ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავთ. სავარაუდოდ, ამ დღეს რაღაცის შეცვლის შანსი გექნებათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

თხის რქა

ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, თუნდაც ისინი თქვენთვის უმნიშვნელო იყოს. ამის შედეგი შეიძლება საღამოსვე შენიშნოთ. ნუ მოიწყენთ, თუ შედეგმა იმედი გაგიცრუათ. საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

მერწყული

ამ დღეს კითხვებმა, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ყველა სხვა საკითხი დაჩრდილოს. ასტროლოგები გირჩევენ, არჩევანისთვის მოემზადოთ. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ თქვენ, არამედ ახლობელი ადამიანების ცხოვრებასაც შეცვლის.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მისამართით ბევრი ბრალდება მოისმინოთ. სავარაუდოდ, დილიდან შეგახსენებენ დაპირებას, რომელიც ოდესღაც გაეცით. ეცადეთ, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროთ და თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge