დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:37 პარ. 12 სექტემბერი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თქვენმა მეტისმეტმა ენერგიულობამ შეიძლება პოტენციურ ბიზნესპარტნიორები დააფრთხოს. გამორიცხული არ არის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეძლოთ, მაგრამ ირგვლივ მყოფები თქვენს თავდაჯერებას ყოველთვის არ იზიარებენ და მათ ძალით გადარწმუნებას ნუ ეცდებით. გირჩევთ, ტაქტიკა შეცვალოთ და ადამიანებს ინფორმაცია მშვიდად და არგუმენტირებულად გადასცეთ.
მარტოხელა ვერძებს გაქვთ შანსი, დღეს ვიღაც ისეთი გაიცნოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

კურო

შესაძლოა, დადგა დრო, როდესაც არა მარტო სამუშაო ადგილი, არამედ საქმიანობის სფეროც უნდა შეცვალოთ. გირჩევთ, ზედმეტ ხარჯებზე ჯერჯერობით უარი თქვათ — მცირე ხნით ფინანსური შემოსავლების შეფერხება გელით, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი პრობლემები სამუშაო პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს. ასეთ დროს უმჯობესია კოლეგებს ბოდიში მოუხადოთ და მუშაობა დაასრულოთ, რადგან დღეს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება საერთო საქმეს სერიოზული ზიანი მიაყენოს და ყველას მდგომარეობა დაამძიმოს.

ტყუპები

თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა ნამდვილ სასწაულებს მოახდენს. არ არსებობს ამოცანა, რომლის გადაჭრასაც ამ დღეს ვერ შეძლებთ, თუმცა ფინანსურ გარიგებებსა და დიდ შესყიდვებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ასევე უარი თქვით ხალხმრავალი ადგილების მონახულებაზე.
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გელით — ვირტუალური ნაცნობობა შესაძლოა, ძალიან მალე რეალურ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

საკუთარი სიმართლის დამტკიცება ძალიან გიყვართ და თქვენი რჩევები უფრო ბრძანებებს ჰგავს. ეცადეთ, ასეთი ჩვევისგან გათავისუფლდეთ, რადგან ბევრს თქვენი ზეწოლა ძალიან აღიზიანებს და შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვიოთ. ახლაა შესაფერისი დრო, რომ ის შეიძინოთ, რაც დიდი ხანია მოგწონთ, მაგრამ ყიდვას ვერ ახერხებთ.

ლომი

პასუხისმგებლობით სავსე დღეა. ეცადეთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ, რადგან დაპირისპირება იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ფიქრობთ. ძველი პროექტის დასრულებამდე ახალი საქმე არ დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.
კოლეგების მხრიდან მოსალოდნელია ცილისწამება. ვიღაც ძალიან შეეცდება, ხელმძღვანელობის თვალში სახელი გაგიტეხოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ და მსგავსი მცდელობა დროულად შეაჩერეთ.

ქალწული

ქალწულებო, ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ დაავადების სიმპტომებს გრძნობთ, გირჩევთ ექიმს მიმართოთ და ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტაროთ. უყურადღებობის გამო არსებობს დაავადების გართულების რისკი. გირჩევთ, მეტი დაისვენოთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და კარგად გამოიძინოთ.

სასწორი

თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და ოპტიმიზმი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. დიპლომატიური თვისებების დამსახურებით ნებისმიერ მოლაპარაკებას თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ.
გაჩნდება შანსი, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ისეთ შემოსავალს მიიღებთ, როგორზეც არც კი გიოცნებიათ.

მორიელი

პროფესიულ სფეროში ძალიან წარმატებული დღე გელით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კარიერულ წინსვლას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. წარმატებით ჩატარებული მოლაპარაკება შესაძლებლობას მოგცემთ, ახალი პროექტი წამოიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია ამზადებთ. დღეს სხვისმა რჩევებმა შეიძლება დაგაზიანოთ.
ეცადეთ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას აპირებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. შიმშილობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.

მშვილდოსანი

გირჩევთ, საკუთარი ჩანაფიქრის შესახებ არავის უამბოთ — არავის მისცეთ უფლება, რომ გეგმები შეგაცვლევინოთ და არჩეულ გზას აგაცდინოთ. ზოგადად, ამ დღეს მეტი უნდა ისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ინფორმაცია, რომელსაც ახლა გაიგებთ, შეიძლება თქვენს მომავალ საქმიანობაში ძალიან დაგეხმაროთ.
გირჩევთ, ამ დღეს ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. უარი თქვით სპორტულ ვარჯიშებზე და სამომავლოდ გადადეთ საქმეები, რომლებიც აქტიურობას მოითხოვს. გაიხსენეთ დაპირება, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - ახლა მისი შესრულების დროა.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით იმ თხის რქებისთვის, რომლებიც კომერციით არიან დაკავებულები. თქვენ შესანიშნავი კონტრაქტები გელით, რაც მომავალში მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. შესაფერისი დროა საქმიანი მოგზაურობებისა და მოლაპარაკებებისთვის. ქალებმა დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ — მოტყუების რისკი ძალიან მაღალია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დიდ შესყიდვებს. ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

მერწყული

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ განმარტოებით, დამოუკიდებლად მუშაობა მოგიტანთ, ამიტომ რჩევებისთვის არავის მიმართოთ. შეიძლება, ძველ მეგობართან შეხვედრის გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, სამაგიეროდ საღამოს სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატარებთ.
თქვენ იმდენად ჩაფლული ხართ საქმეში, რომ სიყვარულისთვის დრო არ გრჩებათ. შესაძლოა, მოახლოებულმა მივლინებამ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის საშუალება მოგცეთ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. შეწყვიტეთ ზედმეტი ანალიზი — უბრალოდ, დინებას მიჰყევით.

თევზები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებს დაეხმაროთ და ისეთი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებსაც თქვენი დახმარების გარეშე ვერ დაძლევდნენ. ფრთხილად იყავით — თქვენმა იმპულსურმა ქმედებებმა შეიძლება ირგვლივ მყოფებს ზიანი მიაყენოს. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ. გამორიცხული არ არის, რომ მან თქვენი მოტყუება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge