დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:39 პარ. 15 იანვარი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შემოქმედებითი პროფესის ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა. მათ საშუალება ექნებათ, განახორციელონ საკუთარი იდეები ან მოაგვარონ ბინის რემონტთან ან სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება.

კურო

ნებისმიერი საქმის ბოლომდე მისაყვანად ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები, შური და მოულოდნელი დაბრკოლებები გელოდებათ. ეცადეთ, ურთიერთობებში სიფრთხილე და მოქნილობა გამოიჩინოთ. შეიძლება, საჭირო გახდეს გეგმებში გავლენიანი ადამიანების ჩართვა. გირჩევთ, ამ დღეს ყველა შეხვედრა გააუქმოთ და დღის მეორე ნახევარი სახლს, ოჯახს დაუთმოთ. სექსუალური თვალსაზრისით, წარმატებული დღეა.

ტყუპები

მოსალოდნელია მცირე კამათი და ოჯახური საქმეები. ეცადეთ, თვითკონტროლი და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება - ბევრი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხელსაყრელია დღეა შემოქმედებითი იდეების, მშენებლობასთან და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საქმეების განხორციელებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ცუდი ამბავი ან ჯანმრთელობის გაუარესება.

კირჩხიბი

ამ დღეს შემოქმედებითი საქმეები გაგიტაცებთ და რაღაც განსაკუთრებულის შექმნას შეძლებთ. განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა, რადგან არაკეთილმოსურნე ადამიანებმა ცოტა ხნით ყურადღება თქვენგან სხვა საკითხებზე გადაიტანეს.

ლომი

ლომი მამაკაცებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. საშუალება გექნებათ, მოაგვაროთ პირად ურთიერთობებთან, ბინის რემონტთან ან სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი შენაძენი, ავეჯისა და ხის ნაკეთობების გარდა, წარმატებული იქნება.

ქალწული

ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით - შესაძლებელია, ის მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებისა და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ფულის ნებისმიერი დაბანდება წარმატებული იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ახალი ამბავი ან ჯანმრთელობის გაუარესება.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ არაკეთილმოსურნე ადამიანების შურს და ინტრიგებს. შეიძლება მეგობრების, ოჯახის წევრების ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია კამათი ან დაპირისპირება. გირჩევთ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ახლობელ ადამიანებს.

მორიელი

ეს დღე სიხარულისა და სიმშვიდის განცდას მოგანიჭებთ. საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლებას გრძნობთ. მალე მიხვდებით, რომ ყველა დაგეგმილი შეხვედრა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. შემოქმედებითმა საქმიანობამ ან საყვარელმა გატაცებამ შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გაპოვნინოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და სასიყვარულო ურთიერთობები კმაყოფილებას მოგანიჭებთ. საღამოს ოჯახში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, შექმნილი ვითარება ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ - მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გაგიმართლოთ და პრობლემის გასაღები იპოვოთ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გაწუხებდათ. სასიცოცხლო პოტენციალის ზრდამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს პროფესიული საქმიანობის სფეროზე და კარიერაზე. ერიდეთ დაპირებების მიცემას და სიფრთხილე გამოიჩინეთ კონტრაქტების დადების დროს.

მერწყული

პიროვნული თვისებები და მომხიბვლელობა საშუალებას მოგცემთ, პირად ცხოვრებაში ყველა დაბრკოლება გადალახოთ. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა იდეამ შემოსავლის ახალი წყარო გაპოვნინოთ. ქალებს საშუალება ექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობები. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელიც დიდ ემოციურ სტრესს მოითხოვს, რადგან ამან შეიძლება, ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.

თევზი

საშიში დღეა, რომელიც უცხო პირთა მხრიდან მომავალ აგრესიას, პროვოკაციებსა და ცდუნებებს უკავშირდება. გირჩევთ, ამ დღეს ყველა მიწიერი სიამოვნება შეზღუდოთ და მკაცრ დიეტას და თავშეკავებას მიმართოთ. მტკივნეულად ნუ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება, რადგან ბევრი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ეცადეთ, ბუნებასთან უფრო ახლოს იყოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ლი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge