დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:05 პარ. 17 სექტემბერი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ და შესაძლოა, თავი შეუძლოდაც კი იგრძნოთ. მზად იყავით პირად ცხოვრებაში პრობლემებისა და თქვენთვის წაგებიანი საკადრო ცვლილებებისთვის. გამორიცხული არ არის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან.

კურო

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სასურველია სახლის რემონტი, კეთილმოწყობა და მოწესრიგება. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია რამდენიმე საქმიანი ნაცნობობა, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ ერიდეთ გადაღლას და სარისკო მოქმედებას. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარმა ცდუნებების აყოლამ და მცდარმა წარმოდგენებმა კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში შეიძლება დაგაზარალოთ. მოსალოდნელია აგრესიულ ადამიანებთან შეჯახება ან ქურდობა.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს რამდენიმე ახალ, საქმიან ნაცნობობას გააბამთ, რომელიც სამომავლო საქმიანობაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას მიენდეთ. გირჩევთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა და დასვენება გესაჭიროებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. სტუმრების ვიზიტი, ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სიმშვიდეს და სულიერ კომფორტს მოგანიჭებთ. ხანმოკლე გატაცება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ცარიელ ადგილზე ოცნების კოშკები არ ააგოთ.

ქალწული

მარადიულ ჭეშმარიტებაში წვდომის, მეცნიერებისა და ხელობის შესწავლის დღეა, რომელიც ხელსაყრელია სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. გირჩევთ პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ და ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: თავის ტკივილი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გირჩევთ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანგრძლივი იქნება. გამორიცხული არ არის კამათი ახლობელ ადამიანთან.

მორიელი

ამ დღეს ძლიერი ემოციები დაგეუფლებათ. თუ გსურთ, უსიამოვნებებს თავი აარიდოთ, სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან და თუ შესაძლებელია, განმარტოვდით. ეცადეთ თავისუფალი დრო მთლიანად ბავშვებს დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება შეიძლება თქვენს მოქმედებებზე არასახარბიელოდ აისახოს. ერიდეთ გაუფრთხილებელ გამონათქვამებს, კატეგორიულობას და ორაზროვან ხუმრობებს.

თხის რქა

მარადიულ ჭეშმარიტეაბში წვდომის, მეცნიერებისა და ხელობის შესწავლის დღეა. გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი სავარაუდოდ, თქვენს პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან.

მერწყული

კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, თქვენი გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ისურვებდით. გამორიცხული არ არის დანაკარგი, შემთხვევითი ტრავმა ან ავადმყოფობა, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ ნებისმიერ ურთიერთობაში სიფრთხილე და ტაქტი გამოიჩინოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ კვირის მანძილზე განსაკუთრებული სისულელე არ ჩაგიდენიათ, შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი თავითა და მოქმედებებით კმაყოფილი დარჩეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge