დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:24 პარ. 21 მაისი, 2021 წელი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ოფიციალურ პირებთან საქმიანი შეხვედრისა და საბუთების გაფორმებისთვის. დილით მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, რაც დაუფიქრებელ დაპირებებს ან არასწორ ინფორმაციას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა სიტუაციას გააუარესებს.

კურო

ხელსაყრელი დღეა თქვენი იდეების განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში კონტაქტები და საქმიანი შეხვედრები წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, ძალიან მაღალია. დღის მეორე ნახევარში დაუფიქრებლად გაცემული დაპირებების გამო, გაუგებრობა გელით. მეგობრებისგან ან პარტნიორებისგან სასიხარულო ამბებს უნდა ელოდოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა კომერციის სფეროში აქტიურობისთვის. საქმიანი შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება და კაპიტალის დაბანდება მოგებას მოგიტანთ და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. მთავარია, წინდახედულად და ფრთხილად იმოქმედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ საკმაოდ მაღალია. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მორიდეთ მაგარ ჩაის და ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს. პლანეტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ მათ, ვინც მოგზაურობას გეგმავს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლოა, პარტნიორთან ერთად ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. გირჩევთ ბრმად არ იმოქმედოთ და რისკს მოერიდოთ. ეცადეთ ყველა რჩევა გაითვალისწინოთ და მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. გირჩევთ უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - უახლოეს მომავალში პრემია ან დაწინაურება გელით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობის, შეხვედრების, საბუთების გაფორმებისა და მსხვილი კაპიტალის ინვესტიციებისთვის. დაუფიქრებლად გაცემული დაპირებების გამო დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით. ეცადეთ ყველა პრობლემა ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ. ისინი, ვინც ჯერჯერობით მარტო არიან, სავარაუდოდ თავიანთ ნახევარს შეხვდებიან.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლის, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მოსალოდნელია კონფლიქტი უცხო ადამიანებთან. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა დღემ შეიძლება იმედგაცრუება და დეპრესიული მდგომარეობა მოგიტანოთ, რაც დაღლილობისა და იმუნიტეტის დასუსტების შედეგია.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია სავაჭრო ოპერაციებისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ და სურვილი რეალობას შეუხამოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება არ შეგიძლიათ, რადგან ეს მოგვიანებით თქვენს რეპუტაციასა და კეთილდღეობაზე აისახება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც შინაგანი მოუსვენრობის, ხორციელი ცდუნებების და იმედგაცრუების ნიშნით ჩაივლის. უფროსებთან საუბრისას ზედმეტი პირდაპირობა შეიძლება, უარყოფითად აისახოს თქვენს კარიერულ წინსვლაზე. ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობა ან კონფლიქტი გელით, თუმცა წყენას მალე დაივიწყებთ და ოჯახში ისევ სიყვარული და ჰარმონია დამყარდება.

თხის რქა

მოემზადეთ სამსახურში პრობლემებისთვის. მოსალოდნელია უფროსებთან კონფლიქტი, თანამშრომლებთან გაუგებრობა და ინტრიგები. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისის პოვნას შეძლებთ. ნუ დაკარგავთ შესაძლებლობას, შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ. მარტოხელა თხის რქები, სავარაუდოდ, თავიანთ ნახევარს შეხვდებიან.

მერწყული

რთული დღეა. ერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, საჯარო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის მიმართვას, სამსახურის შეცვლას ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მოსალოდნელია კონფლიქტი უცხო ადამიანებთან ან უბედური შემთხვევა. საღამოს შესაძლებელია სტუმრების ან ნათესავების არასასურველი ვიზიტი.

თევზები

ყოველმხრივ კარგი დღეა, რომელიც ხელსაყრელია ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის. მთავარია, საქმეს გულმოდგინედ შეუდგეთ და შუა გზაზე არ მიატოვოთ. წინდახედულება და გონიერება დაგეხმარებათ, რისკები თავიდან აიცილოთ. სავარაუდოდ, გაწყვეტილი კავშირების აღდგენას შეძლებთ, რაც თქვენი მუშაობას ახალ დონეზე აიყვანს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge