3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:52 ორშ. 2 სექტემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე გაიძულებთ, საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით ვინმეს დამატებითი ვალდებულებების აღება და ნერვიულობა მოუწიოს. ამ დღეს სამუშაოც საკმარისზე მეტი გაქვთ. საღამოს სახლის გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ.
კურო
ამ დღეს გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. მიმდინარე საქმიანობაში, სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ ჯობს დახმარება ითხოვოთ.
ტყუპები
ნათესავებთან შეხვედრის ან ტელეფონზე საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მალე ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, გამონახოთ დრო იმ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელით, მაგრამ საკუთარი პოზიცია დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.
კირჩხიბი
საკმაოდ აქტიური დღეა, უბრალოდ ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ ძველი დაასრულოთ. მოგზაურობა და ურთიერთობა სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც უთანხმოების გამო კავშირი გაწყვიტეთ. კოლეგები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. შექმნილი ვითარება კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ.
ლომი
მთელ დღეს ფულზე ფიქრში გაატარებთ. ზოგი ლომი ფულის შოვნაზე იფიქრებს, ზოგი კი დახარჯვის გზებზე. ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისთვის, მაგრამ აქტიურ მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ.
ქალწული
მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. დაწერეთ ორკვირიანი სამოქმედო გეგმა, სადაც ყველაფერს გაითვალისწინებთ - სალონში მისვლიდან შემოსავლებისს სტრატეგიამდე. გაიკეთეთ მასაჟი, წადით საუნაში ან აბაზანაში, ივარჯიშეთ და გაერთეთ და რაც მთავარია, მოიშორეთ ის, ვინც (რაც) აღარ გჭირდებათ. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს.
სასწორი
ემოციური ფონი არასტაბილურია - ხან უმიზეზო სევდა, ხან კი მხიარულება გეუფლებათ. გარშემო მყოფებისგან გაგებას ნუ ელით - მათ თქვენი შეშფოთების მიზეზები არ ესმით. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ. უმჯობესია შუადღე სახლში გაატაროთ, სასაცილო კომედიას უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ.
მორიელი
ნუ ცდილობთ, რომ ყველა პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროთ - გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს დაწყებული საქმეები ძალიან მალე სასურველ შედეგს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას და უახლოეს დღეებში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ.
მშვილდოსანი
პროფესიული საკითხების მოგვარებას დიდ დროს დაუთმობთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, მშობლების თხოვნა შეასრულოთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავთ. ზოგ მშვილდოსანს სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებული იდეა გაუჩნდება, თუმცა სანამ ახალ, უფრო ხელსაყრელ სამსახურს არ იპოვით, ამის გაკეთებას არ გირჩევთ.
თხის რქა
დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რით გსურთ თქვენი ცხოვრების შევსება. თავად გადაწყვიტეთ მოგზაურობას დაგეგმავთ, უცხო ენის შესწავლას თუ თანამოაზრეების გუნდის ჩამოყალიბებას. წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
მერწყული
ამ დღეს ზოგიერთ მერწყულს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს ან ფინანსებს. ზოგ მერწყულს ბანკიდან სესხის გამოტანა ან ოჯახის ბიუჯეტის ახლებურად განაწილება მოუნდება. მშვენიერი იდეაა, მთავარია, რომ ის ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. კარგი დღეა ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის. კარგი იქნება, თუ ადამიანების დადებით თვისებებს აღნიშნავთ ხოლმე - ამისთვის მადლობას გეტყვიან.
თევზები
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობა იქნება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. საყვარელი ადამიანი ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად პრეტენზიულია, ამიტომ ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ. მარტოხელა თევზებმა შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნონ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის. ამ დღეს სრული უფლება გაქვთ, პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან