დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:01 ორშ. 4 აპრილი, 2022 წელი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საქმიანი შეხვედრებითა სავსე, აქტიური დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი თავიდან აიცილოთ, რადგან ამას უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოქმედებდით წარსულში.

კურო

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. ბევრი კურო საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებდა. ახლობელი ადამიანების დახმარებით შესაძლოა, მოგებიანი შეთანხმების დადება შეძლოთ. იზრუნეთ უფროსი ნათესავების ჯანმრთელობაზე- ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

გამოცდილებისა და ინტუიციის დახმარებით, დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას და ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას, რადგან ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისგან - ჯერ ამის დრო არ მოსულა.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც სიმტკიცეს და გამძლეობას მოითხოვს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემების მოგვარება შეძლოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება. გირჩევთ ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ..

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია სიახლე, რომელიც ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ქალწული

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელმა ადამიანმა ვისი იმედიც გქონდათ, გიღალატოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს პარტნიორთან შეთანხმების მიღწევას შეძლებთ, რაც დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასწორი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანებისკენ გაქვთ გადატანილი და მთელ დროს მათზე ზრუნვას დაუთმობთ. შესაძლოა, მეუღლის ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

დღეს იყავი მშვიდი და შეუმჩნეველი უნდა იყოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. რამდენიმე დღე თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მათთან, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ - ეს უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის - ვარსკვლავების განლაგება მათ წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ. მოსალოდნელია მოგებიანი ბიზნესშეთავაზება, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

მუშაობა კარგია, მაგრამ ზოგჯერ დრო პირადი ცხოვრებისთვისაც უნდა გამონახოთ, განსაკუთრებით თუ მარტოხელა ხართ. ამ დღეს ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. სანამ შეთავაზებაზე დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge