Fun-ტესტი

დაიკრიფეთ ხელები გულზე და გაიგეთ, რა უნარებით ხართ გამორჩეული

fun time

16:00 ორშ. 8 თებერვალი, 2021 წელი

რა არის თქვენი ძლიერი
მხარე

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ იმის მიხედვით, გულზე ხელების დაკრეფისას მარჯვენა ხელი მოხვდება ზემოდან თუ მარცხენა, შეიძლება განისაზღვროს, რა არის თქვენი ძლიერი მხარე - ხელოვნება, გამომგონებლობა, ლოგიკა და ა.შ.

თუკი ზემოდან მარცხენა ხელი გიდევთ:

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებულია. იმის გამო, რომ ტვინის მარჯვენა ნაწილი დაკავშირებულია კოგნიტიურ უნარებთან - ხელოვნებასთან, ემოციასთან და ინტუიციასთან, თქვენ ბუნებით ხელოვანი და ესთეტი ადამიანი ბრძანდებით. ამგვარად ბევრი ცაცია იქცევა.
თქვენი პროფესია ხელოვნებას, პოლიტიკას, მუსიკას, ტანვარჯიშს უკავშირდება, ანუ იმ ყველაფერს, რაც არტისტიზმთან და გამომგონებლობასთან არის დაკავშირებული.
ცნობილებიდან ასე იკრეფდნენ ხელებს: სტივ ჯობსი, სტივენ სპილბერგი, პიკასო.

თუკი ზემოდან მარჯვენა ხელი გიდევთ:

ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად არის განვითარებული. იმის გამო, რომ ტვინის მარცხენა ნაწილში უფრო ლოგიკა დომინირებს, თქვენ გონიერი, ბეჯითი და ორგანიზებული ადამიანი ბრძანდებით. წარმატებას ადვილად აღწევთ. ცხოველები გიყვართ. პროფესიით ახლოს ხართ ადვოკატთან, ბანკირთან ან მეცნიერებასთან.
ცნობილებიდან ასე იკრეფდნენ ხელებს: ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ბილ გეიტსი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ კატა დ...

ფსიქოლოგიური ტესტი -
აირჩიეთ კატა