Fun-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი გეტყვით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში

fun time

14:38 შაბ. 14 იანვარი, 2023 წელი

რა გიშლით ხელს წარმატების
მიღწევაში

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, თქვენი წარმატება თქვენს ხელშია და ტესტი თქვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის, მაგრამ შეიძლება სწორ გზამდე და დასკვნებამდე  მიგიყვანოთ. დააკვირდით სურათს და დაფიქრდით, პირველად რა დაინახეთ? 

სახე

თქვენი პრობლემაა, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც იმ წუთს გაწუხებთ. შეიძლება დღეს თქვენთვის რაღაც საკითხი უინტერესო და უმნიშვნელოა, მაგრამ ეცადეთ უფრო შორს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოთ. თქვენ საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებაზე არ ზრუნავთ, რაც თქვენს წარმატებას ხელს უშლის.

თვალები

თქვენი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ენდობით საკუთარ გრძნობებს, ინტუიციას და ემოციებს. გავიწყდებათ, რომ ძალიან განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანებსაც კი შეიძლება შეეშალოთ. დააბალანსეთ ინტუიცია ლოგიკითა და რაციონალური აზროვნებით და წარმატება თქვენ დაგრჩებათ.

ხე

თქვენი პრობლემა ისაა, რომ ყურადღებას მხოლოდ ერთ საკითხზე ამახვილებთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი საკითხების არსებობა გავიწყდებათ. ეცადეთ, საკუთარი აქტივობები ისე დაგეგმოთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა ასპექტები მოიცვათ.

ბუდე

კონსერვატიული ადამიანი ხართ და ეს პროგრესის მიღებაში ხელს გიშლით. ბევრ ამოცანას გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებოდით, საკუთარ ცხოვრებაში სიახლის შემოშვება რომ შეგეძლოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გაჩნდება.

ჩიტი

დამოუკიდებლობა და თავისუფლების სიყვარული კარგი თვისებებია, თუმცა როგორც კი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პრობლემებს, წინააღმდეგობებს და შეზღუდვებს ეჯახებით, ძალას და მოტივაციას კარგავთ. ამ შემთხვევაში დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიგყავთ და ახლის დაწყებას ცდილობთ.

მგელი

თქვენი ცხოვრების პრინციპია: თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, საქმე თავად უნდა აკეთო. ხუთჯერ მეტი დროისა და ძალისხმევის დახარჯვაც რომ მოგიწიოთ, ყველაფერს მარტო აკეთებთ. ისწავლეთ დახმარების მიღება, რადგან ეს სისუსტის ნიშანი არ არის, უფრო - პირიქით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი