Fun-ტესტი

რა უფრო გიყვართ - კიტრი თუ პომიდორი; ნესვი თუ საზამთრო?

fun time

16:00 შაბ. 21 აგვისტო, 2021 წელი

რა უფრო გიყვართ - კიტრი თუ
პომიდორი; ნესვი თუ
საზამთრო?

14
დაკოპირებულია

დაფიქრდით და უპასუხეთ - ამით თქვენ შესახებ ბევრი რამ გაირკვევა!

 

კიტრი და ნესვი

ამ ტიპის კაცები სერიოზულები არიან. ისინი ნაკლებად ექცევიან გავლენის ქვეშ და ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და მოგზაურობის მოყვარულია.
ამგვარ კაცთან ქალი თავს ისე იგრძნობს, როგორც ქვის კედლის მიღმა - მისი პასუხისმგებლობები ოჯახურ ცხოვრებაზეც ვრცელდება.
ამგვარი კაცები მიზანმიმართულები არიან და ხშირად აღწევენ საწადელს.
თუმცა აღნიშნულ ტიპს ნაკლიც აქვს - კიტრ-ნესვის მამაკაცებს რომანტიზმი ნაკლებად ახასიათებთ. ამიტომაც მისგან ქალები ყვავილებს არ უნდა ელოდონ, თუმცა ამაზე სიტყვის ჩარტყმა შეიძლება.

ამ ტიპის ქალები ხშირად აღწევენ საუფროსო სავარძელს და ოჯახურ ცხოვრებაში უსუსურები არიან - ცუდი მზარეულები, ვერ ანაწილებენ ბიუჯეტს, არ უყვართ რეცხვა. თუმცა ამგვარი ქალის სახით კაცი საიმედო და ერთგულ მეგობარს იპოვის.

პომიდორი და საზამთრო

ამ ტიპის კაცები მხიარულები და აქტიურები არიან. მათ მომატებული კომუნიკაბელურობა ახასიათებთ, თუმცა ურთიერთობებისას თანასწორობას ნაკლებად იცავენ: მათი ფეთქებადი ბუნება ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება.
ამ ტიპის კაცები გურმანები არიან. ზარმაცობენ და ზურგჩანთასა და საძილე ტომარას ჩუსტი და საშინაო ხალათი ურჩევნიათ.

ამ ტიპის ქალები ემოციურები არიან, უყვართ ცხოველები,მათ გვერდით ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეა. მათ არ შეუძლიათ ინტრიგების მოწყობა, თუმცა შეუძლიათ, უტაქტონი იყვნენ: ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.

კიტრი და საზამთრო

ამ ტიპის კაცები სულიერ წონასწორობას ხშირად კარგავენ. მათი გარეგანი სიმშვიდე და თავშეკავებულობა შინაგან დაძაბულობას ფარავს. ამ ადამიანებზე ამბობენ: წყნარი ეშმაკიაო. კიტრ-საზამთროს ადამიანის გვერდით თავს ვულკანის კრატერში გრძნობ - ზოგჯერ არ იცი, რა იქნება ხვალ და რა იდეას ამოაფრქვევს.

ამ ტიპის ქალები ყველაზე შემოქმედები არიან. მათ უყვართ ფიქრი, მათში ბევრია მეცნიერი.

ნესვი და პომიდორი

ამ ტიპის კაცები გაწონასწორებული, წყნარი ადამიანები არიან. მათ შინაგანი ტაქტის გრძნობა აქვთ, უყვართ ლამაზი ნივთები და კარგი გემოვნებაც გაგაჩნიათ. თუმცა მათ შორის თავის თავში შეყვარებული ეგოისტებიც არიან

ამ ტიპის ქალები მოსიყვარულეები და მგრძნობიარენი არიან. სიყვარულში დიდ ვნებას ავლენენ. მათგან ერთგული, ნაზი და მზრუნველი მეუღლეები ხდებიან.

P.S. საუკეთესო საქორწილო კავშირები მყარდება:

კაცი „ნესვი-კიტრი“ და ქალი „კიტრი-საზამთრო“;

კაცი „ნესვი-პომიდორი“ და ქალი „ნესვი-კიტრი“;

კაცი „კიტრი-საზამთრო“ და ქალი „პომიდორი-საზამთრო“;

კაცი „პომიდორი-საზამთრო“ და ქალი „პომიდორი-ნესვი“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლ...

პიროვნული ტესტი

რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის...

რას ნიშნავს ასო „M“
მარცხენა ხელის გულზე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს...

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?