იცით თუ არა

2-დოლარიანი - ლეგენდარული კუპიურა, რომელსაც ამერიკაში ვერ შეხვდებით

fun time

12:00 კვი. 6 ივნისი, 2021 წელი

2-დოლარიანი კუპიურის
ისტორია

14
დაკოპირებულია

2-დოლარიანის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთის თანახმად, თუ საფულეში 2-დოლარიანი კუპიურა გიდევთ, ფული არასოდეს გამოგელევათ... ორდოლარიანი კუპიურა 1862 წლიდან მოყოლებული, როცა ის პირველად დაიბეჭდა, პერიოდულად გარკვეულ უხერხულობასა და გაუგებრობასაც კი იწვევდა, თუმცა ყოველთვის იყო ნუმიზმატების ინტერესის საგანი, რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს...

ამერიკის ისტორიაში 2-დოლარიანი კუპიურა ფულის ნიშნების სტანდარტულ ნაკრებში ყოველთვის შედიოდა, თუმცა თავისუფალ ბრუნვაში მისი ნახვა ძალიან ძნელია. მოქალაქეები ბრუნვაში გამოჩენილ 2-დოლარიანს მიმოქცევაში აღარ აბრუნებენ და საფულეში საიმედოდ ინახავენ. შემდეგ კი გადააქვთ საზღვარზე, ყიდიან აუქციონებზე, ნუმიზმატებზე და ა.შ. მთავარი მიზეზი 2-დოლარიან კუპიურასთან დაკავშირებული მითებია, რომელთა თანახმადაც, მას ადამიანისთვის წარმატება და ბედნიერება მოაქვს.

პირველი ორდოლარიანი კუპიურა, ამერიკის ფედერალური ბიუროს განკარგულებით, 1862 წელს გამოიცა 👇

მასზე აღბეჭდილი იყო ხაზინის პირველი მდივნის ალექსანდრე ჰამილტონის პორტრეტი, თუმცა 1869 წელს ჰამილტონი ამერიკის მესამე პრეზიდენტისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორის ტომას ჯეფერსონის სახემ შეცვალა.

თავდაპირველად, ორდოლარიანი კუპიურები ბანკებსა და მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
ერთ-ერთი ის იყო, რომ სალარო აპარატების უმეტესობაში 2-დოლარიანი კუპიურისთვის ცალკე უჯრა გათვალისწინებული არ ყოფილა. ამის გამო, ხშირად ერეოდათ 2-დოლარიანი და 1-დოლარიანი კუპიურები, რაც გარკვეულ უხერხულობასა და გაუგებრობას იწვევდა.
ამასთანავე, მოსახლეობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ 2-დოლარიან კუპიურებს წარუმატებლობა მოაქვთ. ზემოჩამოთვლილმა მიზეზებმა ბანკნოტების არაპოპულარობა გამოიწვია.
სიტუაცია აბსურდამდეც კი მივიდა, როცა მაღაზიის გამყიდველებმა 2-დოლარიანების მიღებაზე უარი განაცხადეს.

1928 წელს დოლარმა სერიოზული ცვლილება განიცადა: მისი ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა. მცირეოდენი ცვლილება განიცადა გამოსახულებამაც.

1928 წელს გამოშვებული 2-დოლარიანის ავერსზე გამოსახულია ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემქმნელი ტომას ჯეფერსონი (1743-1826 წ.), რევერსს კი ჯეფერსონის პროექტით აშენებული მამულის „მონტიჩელოს“ სურათი ამშვენებს, სადაც ჯეფერსონმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი 17 წელი გაატარა და დღეს ამერიკელების ეროვნულ სიამაყედ ქცეული მემორიალური მუზეუმია 👇

კოლექციონერების თქმით, 2-დოლარიანი კუპიურა, რომელიც 1976 წელს, ამერიკის დაარსებიდან ორასი წლის აღსანიშნავად შეიქმნა, იშვიათი ფულის ნიშანია. ის მცირე რაოდენობით - მილიონი ცალი - დაიბეჭდა, რის გამოც კოლექციონერთა ინტერესის საგანი გახდა, შესაბამისად, მიმოქცევაში აღარ მოხვედრილა და უამრავ ამერიკელს ხელში არასოდეს სჭერია.

1976 წელს გამოშვებული 2-დოლარიანი კუპიურის წინა მხარეს, ასევე, გამოსახულია ჯეფერსონი, ხოლო უკანა მხარეს ასახულია მომენტი, როცა ჯეფერსონი, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მომუშავე კომიტეტის ოთხ წევრთან ერთად, დეკლარაციის პროექტს კონტინენტალური კონგრესის პრეზიდენტ ჯონ ჰენკოკს გადასცემს (მარჯვნივ, სავარძელში) 👇


დეკლარაციის მიღების მომენტისთვის თომას ჯეფერსონი მხოლოდ 33 წლის იყო და სურათზეც ამ ასაკშია. ამ დღის შემდეგ მან 50 წელი იცოცხლა. იყო ვირჯინიის გუბერნატორი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი.

2-დოლარიანთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ, თუ საფულეში 2-დოლარიანი კუპიურა გიდევთ, ფული არასოდეს გამოგელევათ. რამდენად შეესაბამება მითი რეალობას, არავინ იცის, თუმცა ნუმიზმატები ამ კუპიურის მიმართ ყოველთვის ავლენდნენ პროფესიულ ინტერესს, რადგან ის, რაც იშვიათია, აუცილებლად იწვევს ნუმიზმატების ყურადღებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას