იცით თუ არა

საიდუმლო გზავნილები, რომლებიც ხალიჩის ორნამენტებშია დაშიფრული

fun time

16:00 ხუთ. 23 სექტემბერი, 2021 წელი

აღმოსავლური ხალიჩის
ორნამენტები

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ აღმოსავლური ხალიჩების სათუთად ნაქსოვი უძველესი ორნამენტები ბევრ რამეზე გვიამბობენ. 

 

სპარსული ხალიჩების სიმბოლოები

აღმოსავლური და სპარსული ხალიჩების ხიბლი ტრადიციებთან და უძველეს ზღაპრებთან მათ მჭიდრო კავშირში მდგომარეობს. ფერწერული და თხრობითი მოტივების შერწყმამ ამ ხალიჩებს განსაკუთრებული სილამაზე და იდუმალება მიანიჭა.

სიმბოლოებისა და კლასიკური ორნამენტების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, რის მოყოლას ცდილობდნენ ოსტატები. ზოგიერთი ორნამენტი კონკრეტული ქალაქის, სოფლის ან ტომის სახელს ატარებს, რომელშიც ხალიჩა იყო მოქსოვილი.

ხალიჩების დიზაინი ასახავს როგორც ცხოვრების პირობებს, კლიმატურ მახასიათებლებსა და ფოლკლორულ მოტივებს, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ტერიტორიისთვის.

სპარსული ხალიჩების მედალიონები

აღმოსავლური ხალიჩის დიზაინში ცენტრალური მედალიონი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია. ზოგი ფიქრობს, რომ ის ქსოვის რელიგიური ბუნებით არის შთაგონებული. ითვლება, რომ სპარსული ხალიჩის მედალიონი „ყოვლისმხედველი თვალს“ განასახიერებს, რომელიც ბოროტებას სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევს და ავი თვალისგან იცავს.

ფლორისტული ორნამენტები ხალიჩაზე

აღმოსავლურ ხალიჩებზე ფლორისა და ფაუნის ორნამენტები საკმაოდ გავრცელებულია. ისინი ჩვეულებრივ, სამოთხეს განასახიერებენ და აღორძინებასა და ნაყოფიერებასთან ასოცირდებიან, მაგრამ თითოეულ მცენარეს თავისი მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად:

ლილია - სიწმინდე

ლოტოსი - აღორძინება

იორდასალამი - ძალა

ბროწეული - ნაყოფიერება

თეთრი ვარდი - უმანკოება

წითელი ვარდი - ვნება, საიდუმლო

კვიპაროსის ხე - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

სიცოცხლის ხე - უდარდელი ცხოვრებისა და კეთილდღეობა.

ხალიჩებს ცხოველთა ორნამენტებით ხშირად „სანადირო ფარდაგებს“ უწოდებენ. ეს არის სიმბოლოები, რომლებიც ძალაუფლებას და ძლიერებას განასახიერებენ.

„სპილოს ნაფეხური“ - სტილიზებული ელემენტია, რომელიც, ძირითადად, თურქმენულ ხალიჩებზე გვხვდება 👇

თურქმენულ კულტურაში, ეს სიმბოლო ძალასა და გამბედაობას უკავშირდება, ამიტომ ამ ელემენტით დამშვენებულ ქსოვილებს და ხალიჩებს ცოლები სახიფათო მოგზაურობაში მიმავალი ქმრებისთვის ქსოვდნენ. ამ თავისებურ გზავნილში იყო იმედი, რომ მათი ქმრების ნაბიჯები სპილოს ნაბიჯებივით თავდაჯერებული და ძლიერი იქნებოდა.

ვნახოთ ანიმალისტური ჟანრის ნიმუშების რამდენიმე მნიშვნელობა:

აქლემი - ბედნიერება, სიმდიდრე

არწივი - იღბალი

ფარშევანგი - სილამაზე, სიამაყე

მამალი - გამბედაობა

ლომი - გამარჯვება

ირმები - კეთილშობილება

ურჩხული - იმპერატორის სიმბოლო

ფენიქსი - იმპერატორის ცოლის სიმბოლო

ძაღლი - დაცვა

ცხენი - სიჩქარე

ლოსი - ხანგრძლივი სიცოცხლე

გველი - სიბრძნე

იხვი - ქორწინებაში ერთგულება

სპარსულ კულტურაში თევზის გამოსახულებაც მნიშვნელოვანია. ის კეთილდღეობას განასახიერებს და ხშირად გამოიყენება, როგორც საახალწლო საჩუქარი, რომელსაც ახალ წელს ბედნიერება მოაქვს.

აღმოსავლური ხალიჩების სიმბოლოებს მხოლოდ დადებითი და კეთილი შინაარსი აქვთ. მათ მფლობელისთვის ბედნიერების განცდა და კეთილი ძალების მფარველობის იმედი მოაქვთ.

ხალიჩის ფერების მნიშვნელობები

ფერებიც კი, რომლებიც ხალიჩებში გამოიყენება, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ძველ აღმოსავლურ კულტურაში ფერებს მათთვის მიკუთვნებული თვისებებისა და სულიერი შინაარსის მიხედვით არჩევდნენ. ითვლებოდა, რომ ზოგიერთ ფერს დაავადებების განკურნებაც კი შეუძლია. ნახეთ ფერები და მათი მნიშვნელობა:

წითელი - ბედნიერება, სიხარული

ნარინჯისფერი - ერთგულება, ღვთისმოსაობა

ყვითელი - ძალა, კეთილდღეობა

მწვანე - სიწმინდე

ცისფერი - მარტოობა, უმანკოება

შავი - საიდუმლო, სიმშვიდე

ყავისფერი - ნაყოფიერება, სიმრავლე

თეთრი - სიწმინდე, მშვიდობა, თავისუფლება

სხვა სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა:

თილისმა - ბოროტი თვალისგან დაცვა

გზაჯვარედინი - რწმენა

ერთი ბრილიანტი - ქალი

ორი ბრილიანტი - კაცი და ქალი

ხელი - ლოცვა

ვარსკვლავი - სულიერება, იღბალი

მიჰრაბი - სამოთხის კარიბჭე

ამ სიმბოლოების უმეტესობა უძველესი დროიდან მოდის, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავენ. ხალიჩები თაობიდან თაობას გადაეცემა და ახალ მფლობელთან კეთილდღეობის, ბედნიერების, გრძელი და უღრუბლო ცხოვრების იმედი მიაქვს.

ეს კი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხალიჩაა Kirman Vase Carpet - მასში კრისტის აუქციონზე 2010 წელს უცნობმა მყიდველმა $9.599.535 გადაიხადა. ხალიჩა მე-17 საუკუნის ნამუშევარია; ზომები 251სმx 151სმ; მასალა - აბრეშუმი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი