იცით თუ არა

ახალი კვლევა: ნიანგებს შეჯვარების გარეშე გამრავლება შეუძლიათ

fun time

15:36 შაბ. 1 ივლისი, 2023 წელი

კუბური ნიანგი Crocodylus rhombifer

14
დაკოპირებულია

აშშ-ის ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიოლოგთა ჯგუფმა, კოსტა-რიკელ კოლეგებთან ერთად, ნიანგებში შეჯვარების გარეშე გამრავლების პირველ შემთხვევაზე ისაუბრა. 

პირველად ისტორიაში, მდედრმა ნიანგმა კვერცხები მამრის მონაწილეობის გარეშე დადო. მეცნიერები ამ პროცესს ფაკულტატორული პართენოგენეზს (parthenos ქალწული, genesis წარმოშობა) ანუ „ქალწულებრივ გამრავლებას“ უწოდებენ (პართენოგენეზი - გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან გამრავლება; ფაკულტატორული პართენოგენეზი - ამ დროს სახეობებისათვის ჩვეულებრივ სქესობრივ გამრავლებასთან ერთად დამახასიათებელია პართენოგენეზიც).

ნიანგებამდე ის თევზებში, გველებში, ფრინველებში და მწერებში იყო აღწერილი. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ „ქალწულებრივი გამრავლების“ უნარი დინოზავრებსაც ჰქონდათ.

კოსტა-რიკის რეპტილიების პარკის ბინადარმა მდედრმა ნიანგმა, რომელიც 18 წელია, ვოლიერში მარტო ცხოვრობს, 14 კვერცხი დადო. კვერცხები ინკუბატორებში მოათავსეს, მათგან 7 განაყოფიელებული აღმოჩნდა, მამრი ნიანგის „დახმარების“ გარეშე. აქედან ერთში პატარა ნიანგი სრულად ჩამოყალიბდა, თუმცა გაჩენამდე დაიღუპა.

ფოტოზე: Crocodylus rhombifer

გენეტიკური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ დაღუპული ემბრიონი მდედრი იყო და მას მხოლოდ ერთი მშობელი - დედა ჰყავდა. კვერცხუჯრედი მამრის მონაწილეობის გარეშე ჩამოყალიბდა, რითაც დადასტურდა, რომ ნიანგებს შეჯვარების გარეშე, პართენოგენეზის გზით გამრავლება შეუძლიათ.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დედა-შვილს თითქმის იდენტური, კლონისმაგვარი გენოტიპები ჰქონდათ.

ოდესღაც პართენოგენეზი ცხოველებში იშვიათობად მიიჩნეოდა. „ქალწულებრივი გამრავლების“ მაგალითები უფრო ხშირად მცენარეებსა და უხერხემლოებს შორის გვხვდებოდა, მაგრამ მოლეკულური გენეტიკის განვითარების შემდეგ ასეთი შემთხვევები ხერხემლიანების 80-ზე მეტ სახეობაში გვხვდება. მათ შორის არიან: ხვლიკები, ზვიგენები, ზოგი სახეობის თევზი, სამეფო კობრა და ა.შ.

თავდაპირველად, პართენოგენეზის შემთხვევები დატყვევებულ ცხოველებში ფიქსირდებოდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ ის არახელსაყრელ პირობებში ვითარდება, როდესაც მდედრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარტოა. ეს თეორია კალიფორნიელმა კონდორებმა გააცამტვერეს. ველურ ბუნებაში მდედრი კონდორები, მართალია, მამრების გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად დამოუკიდებლად გამრავლება ურჩევნიათ.

ასე რომ, ჯერჯერობით პართენოგენეზის მიზეზები დაუდგენელია.

წყარო: www.nationalgeographic.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად