იცით თუ არა

ეპილაცია კლეოპატრას და თამარ მეფის დროს

fun time

14:00 ორშ. 8 თებერვალი, 2021 წელი

ეპილაცია წინა
საუკუნეებში

14
დაკოპირებულია

საინტერესოა - პირველად ვინ მიხვდა, რომ სხეულზე თმა უშნოა, განსაკუთრებით - ქალისთვის?

ყველაფერი დაიწყო ეგვიპტიდან

დადასტურებული ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი ქალი, ვინც დანარჩენი ქალები ამ ორომტრიალში გაგვხვია, კლეოპატრაა. ცნობილია, რომ ეგვიპტელი დედოფალი ფეხებზე თმების მოსაცილებლად ცვილის ნიღბებს იყენებდა. და არამხოლოდ ის: კლეოპატრა თავის მონა გოგონებსაც აიძულებდა უთმო და გლუვი კანი ჰქონოდათ ფეხებზე.

ეპილაციის გზებიც რომში მიდიოდა

ეპილაცია ძველ რომშიც პოპულარული გახლდათ. ქალაქურ აბანოებში ცალკეული ოთახები არსებობდა, სადაც ეს პროცედურა ტარდებოდა. თმის მოცილების მეთოდი აქ ნამდვილად ბარბაროსული იყო: თმას უხეშ ძაფებზე ახვევდნენ და ასე აძრობდნენ.

და ამერიკაშიც

ძველი ინდიელები სხეულის მთელი ზედაპირიდან იცლიდნენ თმას, კაცებიც და ქალებიც. რატომ? მოსახატად გლუვი კანი გაცილებით მარტივი იყო.

საბერძნეთშიც

ელადაში ქალები ბრინჯაოს პინცეტებს და ბეონიის ფესვის ნაყენს იყენებდნენ. თუმცაღა ძველ საბერძნეთში მიიჩნეოდა, რომ ტორსის შიშვლად გამოჩენა ხალხში უწესობა იყო როგორც ქალებში, ასევე - მამაკაცებში.

და ინგლისშიც, სადაც უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ პროცესს

შუა საუკუნეების დედოფლები უფრო შორს მიდიოდნენ და თმების მოცილება მხოლოდ ფეხიდან არ აკმაყოფილებდათ. მაგალითად, ინგლისის დედოფალი ელიზაბეთი თმას შუბლიდან თითქმის კეფამდე იცლიდა. და რადგანაც მაშინდელ ევროპაში სწორედ დედოფლები იყვნენ მაღალი მოდის ფუძემდებლები, ე.წ. „ტრენდსეტერები“, მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალებიც მათ ბაძავდნენ. აქ მაღალი შუბლი ახალგაზრდობისა და არისტოკრატობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ქალებიც უძლებდნენ ამ ეპილაციის მტკივნეულ პროცესს, რომელიც საათობით გრძელდებოდა. შემდეგ კი თმაგაცლილ შუბლზე სპეციალურ ნიღაბს ისვამდნენ, რომელიც ღამურების, ბაყაყების სისხლისა და ნაცრისგან მზადდებოდა. ეს ნიღაბი თმის ხელმეორედ ამოსვლას აფერხებდა.

კანის მოვლა მოდური იყო რუსეთის საიმპერატორო კარზეც

ეკატერინე დიდი მთელ მაშინდელ მსოფლიოში ეძებდა კლეოპატრას კრემების რეცეპტებს. იგი შვარცვალფის ბალახის ექსტრაქტზე და ბადენ-ბადენის თერმული წყლების საფუძველზე დამზადებულ კრემს ხმარობდა.

დაბოლოს - სილამაზის პროცედურებს საქართველოში ევროპაზე და რუსეთზე ადრე იცნობდნენ

მსოფლიო ტრენდს ქართველი ქალები არასდროს ჩამორჩებოდნენ. ამბობენ, თამარ მეფე წარბებსაც ძაფის მეშვეობით იქნიდა. ძაფს მაგრად ჭიმავდნენ, ისე, რომ ზამბარასავით ყოფილიყო დაგრეხილი და არასასურველ თმაზე გადაატარებდნენ. სხვათა შორის, ეს მეთოდი ჯერ კიდევ გამოიყენება წარბების გასაკეთებლად რამდენიმე თბილისურ სალონში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?