იცით თუ არა

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კოღო არ არის

fun time

15:09 პარ. 5 ივლისი, 2024 წელი

ვის კბენს კოღო?

14
დაკოპირებულია

თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კოღოს ნაკბენის სიმწარე არ გამოუცდია, თუმცა ამ პატარა მწერის შესახებ ყველაფერი ჯერ კიდევ არ ვიცით.

კოღო ზაფხულის დადგომისთანავე, თითქოს არსაიდან ჩნდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მწერია და 3 500-მდე სახეობას აერთიანებს. კოღოს ყველგან შეხვდებით: ქალაქში, სოფელში, მთაში, ბარში, ზღვაზე თუ ტბასთან, თუმცა მსოფლიოში არის ერთადერთი ადგილი, სადაც კოღოს ვერასოდეს ნახავთ და ეს ისლანდიაა. ევროპულ ქვეყანაში, რომელიც თავისი ვულკანებით და ულამაზესი ბუნებით არის ცნობილი, ფანჯრებზე დამცავი ბადის დაყენება და ლოგინთან მწერებისგან დამცავი სპრეის შენახვა არ დაგჭირდებათ.

მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ თავს ამ თავსატეხის ამოხსნაზე, რადგან კოღო ციმბირშიც კი მშვენივრად მრავლდება. დიახ, მას თბილი და ნესტიანი გარემო უფრო მოსწონს, ვიდრე პლანეტის უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ცივ ადგილებში გამრავლდეს - მას უბრალოდ არ მოსწონს ისლანდია.

ზოგი მეცნიერი კოღოს ჭირვეულობას ისლანდიის კლიმატს უკავშირებს, ზოგი ნიადაგისა და წყლის ქიმიურ შემადგენლობას, ზოგისთვის კი მთავარი ფაქტორი წყლის ტემპერატურა და ოკეანის კლიმატია.

როგორც ცნობილია, კოღო კვერცხებს წყალსატევებში დებს. კვერცხიდან პატარა კოღოების გამოსვლის დროს წყალი გაყინული არ უნდა იყოს, თორემ ციკლი შეწყდება. ისლანდიაში ყოველწლიურად სამი მოყინვისა და სამი დნობის პერიოდია, შესაბამისად, კვერცხებს გადარჩენის შანსი არ აქვთ. თუ ფიქრობთ, რომ ისლანდიის მეზობლად მდებარე გრენლანდიაში და ნორვეგიაშიც იგივე მდგომარეობაა, ცდებით - ამ ქვეყნებში კოღოები მშვენივრად მრავლდებიან.

აქვე გეტყვით, რომ კოღოების გარდა, ისლანდიაში ვერც გველებს, ხვლიკებს და ბაყაყებს ნახავთ. ფაქტობრივად, ისლანდიას ქვეწარმავლები და ამფიბიები არ ჰყავს, რითაც ტურისტები ძალიან კმაყოფილები არიან - აქ ლაშქრობა და კარვებში დასვენება დიდი სიამოვნებაა, რეგიონის სილამაზე კი უბრალოდ გასაოცარია.

და ბოლოს, თუ არ იცით გეტყვით, რომ მხოლოდ მდედრი კოღო იკბინება, რადგან კვერცხების დასადებად მას თქვენს სისხლში არსებული პროტეინი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მალარიის გადამტანი კოღოების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს.

კბილების ნაცვლად კოღოებს აქვთ გრძელი ხორთუმი, რომლის დახმარებითაც ხილ-ბოსტნეულის წვენსა და ცხოველების სისხლს მადიანად მიირთმევენ.

კოღოს საკუთარ წონაზე სამჯერ მეტი სისხლის დალევა შეუძლია, მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ ჩვენი სხეულისთვის ეს მაინც სისხლის მინიმალური დანაკარგია.

კოღოები არ ავრცელებენ აივ ინფექციას.

მდედრი კოღოები გაცილებით დიდხანს (6 თვე) ცოცხლობენ.

კოღოები დინოზავრების დროსაც არსებობდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები