იცით თუ არა

იცით, რომ სტალინის დროს პენსია ყველას არ ეძლეოდა?

fun time

19:00 სამ. 22 დეკემბერი, 2020 წელი

პენსია სტალინის დროს

14
დაკოპირებულია

თითქოს მასზე უკვე ყველაფერი ნათქვამი და დაწერილია და ახალი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა, არსებობს წვრილმანები, რაც ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ:

👉 1917 წლიდან პენსია ეძლეოდათ მხოლოდ რუსეთის სამოქალაქო ომის (1917-1923 წ.წ.) ვეტერანებს,
1928 წელს სტალინმა შემოიღო ხანდაზმულობის პენსია მხოლოდ ქარხნების მუშებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის.
პენსიის ოდენობა მიზერული იყო. ასე, მაგალითად - ინვალიდებისთვის 65 მანეთი, 45 მანეთი და 25 მანეთი, ინვალიდობის ჯგუფის შესაბამისად. შედარებისთვის - იმხანად სტუდენტის სტიპენდია 130 მანეთს შეადგენდა და დამატებითი შემოსავლის გარეშე რთული იყო თვიდან თვემდე თავის გატანა.
მაგალითად, 1936-37 წლებში სტალინის დროს პროდუქტების ფასები ასეთი იყო: 1 კგ. პურის ფქვილი 4 მანეთი და 60 კაპიკი ღირდა, ლობიო - 4 მანეთი და 20 კაპიკი, თევზის კონსერვი - 5-6 მანეთი, წიწიბურა - კილოგრამი 4 მანეთამდე.
1935 წელს დაწესდა ხანდაზმულობის პენსია, თუმცა მისი გადახდის ვალდებულება კოლმეურნეობებსა და საწარმოებს დაეკისრათ. მათაც, თავის მხრივ, ფონდები შექმნეს, საიდანაც მოხუცებს უმნიშვნელო თანხები ერიცხებოდათ. პენსიონერებს ფინანსურად, ძირითადად, შვილების დახმარების იმედი ჰქონდათ.

👉 კოლმეურნეებს არ უხდიდნენ ხელფასს, ისინი „შრომადღეებზე“ მუშაობდნენ, რის მიხედვითაც წარმოებდა ანაზღაურება, როგორც წესი, ნატურით. ნორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში „შრომადღეს“ არ უთვლიდნენ. გლეხი ვალდებული იყო, გარკვეული რაოდენობის „შრომადღე“ შეესრულებინა, ეს რაოდენობა კი სისტემატურად ზრდადი იყო. გარდა ამისა, ყველა გლეხს ეკისრებოდა წელიწადში 1-2 კვირა უფასო მუშაობა ადგილობრივ მშენებლობაზე ან გზების რემონტზე. სოფლიდან გლეხების მასობრივი გადინების გამო 1932 წელს მათ აუკრძალეს, ნებართვის გარეშე საკუთარი კოლმეურნეობის დატოვება და განათლების მიღება. გლეხებზე პასპორტებს არ გასცემდნენ. სტალინის მმართველობისას სსრკ-ში მოსახლეობის 60%-ს გლეხობა შეადგენდა.

👉 სტალინის დროს მასობრივი საცხოვრებელი სახლები ე. წ. სტალინკები მცირე რაოდენობით აშენდა - ეს იყო 1930-1955 წლებში. სტალინური პროექტის ბინები პრივილეგიად მიიჩნეოდა და საკუთრებაში აძლევდნენ საბჭოთა ელიტას: პარტიულ მუშაკებს, აკადემიკოსებს, მაღალჩინოსან სამხედროებს, მწერლებს, მსახიობებს, მეცნიერებს, ექიმებს. სტალინურ პროექტებში საცხოვრებელი ფართის განაწილების მიზნით საზოგადოების სოციალური კლასების განსხვავება ხდებოდა, რაც საბჭოურ მენტალობას ეწინააღმდეგებოდა. მასობრივი საცხოვრებელი სახლები, სახელმწიფო პენსიები და უფასო განათლება მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხრუშჩოვის მმართველობის დროს გამოჩნდა.

👉 სტალინმა 1932 წელს გააუქმა „პარტიული მაქსიმუმი“ ანუ ხელფასის ლიმიტი სსრკ ლიდერებისათვის. შედეგად, პარტიული ლიდერების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა - მაგალითად, სტალინის ხელფასი, 225 მანეთიდან, 10 ათას მანეთამდე გაიზარდა.

წყარო: topnovoje.mediasole.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?