იცით თუ არა

„მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ეს და სხვა ცნობილი ფრაზები, რომლებიც კონტექსტიდან ამოვარდნილად ვიცით

fun time

16:00 სამ. 29 ნოემბერი, 2022 წელი

კონტექსტიდან ამოვარდნილი
ფრაზები

14
დაკოპირებულია

სხვადასხვა სიტუაციაში ხშირად ვიყენებთ ცნობილ გამოთქმებს. ზოგჯერ ასეთი გამოთქმების წარმოშობისა და მათი ავტორების შესახებ არაფერი ვიცით და იშვიათად ვუფიქრდებით - ეს ციტატები ყოველთვის იმას გამოხატავდა, რასაც ახლა? საქმე ის გახლავთ, რომ გამოთქმის აზრი შეიძლება სრულიად დამახინჯდეს, თუ კონტექსტიდან ამოვარდნილია. ასე, მაგალითად:

„მკვდრების შესახებ ან კარგს ამბობენ, ან არაფერს“

„მკვდრების შესახებ ან კარგს ამბობენ ან არაფერს სიმართლის გარდა“, - გამოთქმა, რომელიც ძველ ბერძენ პოლიტიკოსსა და პოეტს ხილონს ეკუთვნის [ძვ. წ. VI ს.]. ციტირებულია ისტორიკოს დიოგენე ლაერტიუსის მიერ [III ს. ნ. ძვ.წ.] ნაშრომში „გამოჩენილი ფილოსოფოსების ცხოვრება, სწავლებები და მოსაზრებები“.

„მიზანი ამართლებს საშუალებას“

იეზუიტების ორდენის დამაარსებელ, იგნატიუს დე ლოიოლას გამოთქმის სრული ვერსია ასე ჟღერს: „თუ მიზანი სულის ხსნაა, მაშინ მიზანი ამართლებს საშუალებას“.

„In vino veritas - ჭეშმარიტება ღვინოშია“

სინამდვილეში, რომაელი ფილოსოფოსის, პლინიუს უფროსის ცნობილ გამოთქმას „ჭეშმარიტება ღვინოშია“, გაგრძელება აქვს და ასე ჟღერს: „ჭეშმარიტება ღვინოშია, ჯანმრთელობა კი წყალში“ - „In vino veritas, in aqua sanitas“.

„გამონაკლისი წესს ადასტურებს“

გამოთქმა ჩამოყალიბდა როგორც პერიფრაზი ციცერონის სიტყვიდან ლუციუს კორნელიუს ბალბუს უფროსის დასაცავად. მას ბრალი ედებოდა რომის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებაში. საქმე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 56 წელს განიხილეს.

კორნელიუს ბალბუსი ჰადესის მკვიდრი იყო. ის პომპეუსთან მეგობრობდა და მასვე ემსახურებოდა. სწორედ პომპეუსი იყო მისთვის მოქალაქეობის მინიჭების მხარდამჭერი.

სასამართლოზე, რომელმაც ბალბუსი გაამართლა, თავის სიტყვაში ციცერონმა ასეთი არგუმენტი მოიყვანა:

ზოგიერთ მეზობელ ქვეყანასთან რომის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში ორმხრივი აღიარების შესახებ იყო პუნქტი, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას გამორიცხავდა. ამ ქვეყნების მცხოვრებლები რომის მოქალაქეები ვერ გახდებოდნენ, თუ საკუთარ მოქალაქეობაზე არ იტყოდნენ უარს.

ბალბუსს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და სწორედ ეს იყო ბრალდების ფორმალური მხარე.

ციცერონმა განმარტა, რომ რადგან ზოგიერთ მეზობელ ქვეყანასთან ხელშეკრულებაში იყო ეს პუნქტი, გამოდის, რომ არსებობდა დანარჩენი ქვეყნები - გამონაკლისები - რომლებიც საპირისპირო წესს ექვემდებარებიან ანუ ორმაგ მოქალაქეობას უშვებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამონაკლისის არსებობა ადასტურებს იმ წესის არსებობას, საიდანაც ეს გამონაკლისები კეთდება (მაშინაც თუ ეს წესი სადმე დაფიქსირებული არაა).

ასე რომ: არა „გამონაკლისი ადასტურებს წესს“, არამედ „გამონაკლისის არსებობა ადასტურებს წესის არსებობას“!

სსრკ-ში სექსი არ არსებობს!

ფრაზა, რომლის ავტორი ლენინგრად-ბოსტონის ტელეხიდის („ქალები ესაუბრებიან ქალებს“) მონაწილე საბჭოთა ქალბატონი იყო, 1986 წლის 17 ივლისს გაჟღერდა.

ტელეხიდის მიმდინარეობისას ამერიკელმა ქალმა დასვა კითხვა:

„... ჩვენთან ნებისმიერი ტელერეკლამა სექსის გარშემო ტრიალებს. თქვენ თუ გაქვთ ასეთი სატელევიზიო რეკლამები?“

ტელეხიდის საბჭოთა მონაწილემ ლიუდმილა ივანოვამ ამერიკელის კითხვას ღიმილით უპასუხა:

„ჩვენ არ გვაქვს სექსი და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ!“

ივანოვას პასუხს აუდიტორიის სიცილი მოჰყვა და მეორე საბჭოთა ქალბატონმა დააკონკრეტა: „ჩვენ სექსი გვაქვს, რეკლამა - არა!”.

საბოლოოდ, ხალხში მაინც ფრაზის დამახინჯებული ფორმა გავრცელდა: „სსრკ-ში სექსი არ არსებობს“.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი