იცით თუ არა

მწერები ენტომოლოგიურ ომში - 10 მაგალითი

fun time

14:00 სამ. 15 თებერვალი, 2022 წელი

მწერები ენტომოლოგიურ
ომში

14
დაკოპირებულია

ენტომოლოგიური ომი ბიოლოგიური ომის ტიპია, რომელიც მტერზე შეტევისთვის მწერებს იყენებს. მისი გამოყენება ანტიკურ ხანაში დაიწყეს. სერიოზულ მასშტაბებს მხოლოდ XX საუკუნეში მიაღწია და მაშინვე დავიწყებას მიეცა. ამის მიუხედავად, მწერებმა საშინელი სახელი მაინც მოიხვეჭეს. 

მორიელის „ყუმბარები“ - ერთ-ერთი უძველესი პრეცედენტია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი ათასი წლის წინათ. რომის იმპერატორი სეპტიმიუს სევერი მესოპოტამიაში ლაშქრობისას ჰათრის სიმაგრის წინ შეჩერდა. სიმაგრე მიუვალი ჩანდა, ამიტომაც რომაელებმა პირდაპირი იერიშის ნაცვლად მორიელების შეგროვება და სიმაგრეში გადასროლა დაიწყეს. ამოს ჰათრის ბევრი დამცველი არ დაღუპულა, მაგრამ ფსიქოლოგიურ არგუმენტად კი ნამდვილად გამოდგა, ვინაიდან სიმაგრე დანებდა.

ფუტკრის სკები იმპროვიზებული ბომბების ნაცვლად - ამას იგივე რომაელები, ხოლო მათი მიბაძვით სხვა ხალხებიც წარმატებით იყენებდნენ. ასე, მაგალითად, იტალია-ეთიოპიის ომის დროს (1935-1936 წლები) ეთიოპი პარტიზანები ფუტკრების მეშვეობით იტალიურ ტანკებს ებრძოდნენ. მოხერხებულად ნასროლი სკა ტანკს ხაფანგად აქცევდა - ეკიპაჟს, ევაკუაციის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა.

„ფუტკრის იარაღის“ სხვა სახეობები - ასეთი ბევრი სახეობა იყო ცნობილი, თუმცა მათ შორის ყველაზე მარტივი და სახიფათო ნიგერიული ტომის ტივის მეთოდი იყო. ისინი ფუტკრებს ხის მილებში ათავსებდნენ და ბრძოლის დროს მტერს უბერავდნენ. უფრო ორიგინალურ და საიმედო მეთოდს შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის ციხე-დარბაზებში იყენებდნენ.

სიმაგრეების კედლებში ფუტკრის ოჯახის დასახლებისთვის პირობებს ქმნიდნენ. მშვიდობიან დროს ფუტკრები მშვიდად აგროვებდნენ თაფლს, ხოლო ალყის დროს შემტევებისგან საკუთარ სახლსა და, შესაბამისად, ციხე-დარბაზსაც იცავდნენ.

„მყნოსავი“ ფუტკრები - ისინი შედარებით ახლახან გამოჩნდნენ. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ამ მწერებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. ფუტკრების „განსაკუთრებულ“ რაზმებს საბაჟოზე ნარკოტიკის და ბრძოლის ველზე ნაღმების აღმოჩენა შეუძლიათ.

ხორვატი ბიოლოგების აზრით, ფუტკრებს ამ საქმიანობაში უფრო მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე გაწვრთნილ ძაღლებს ან ელექტრონულ მოწყობილობებს. ეს მწერების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ყველაზე მშვიდობიანი მაგალითია.

რწყილები ენტომოლოგიურ იარაღად - ფუტკრებისგან განსხვავებით, რწყილების ენტომოლოგიურ იარაღად გამოყენება ერთი შეხედვით არცთუ ისე სახიფათო ჩანს. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია ჭირით დასნებოვნებულ რწყილებს ჯერ ტყვეებზე ცდიდა, შემდეგ კი სპეციალური ბომბების მეშვეობით ჩინეთის ტერიტორიაზე ფანტავდა. ეპიდემიის შედეგად 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

დისტანციურად მართვადი მწერები - ეს კიბორგები დაზვერვის იარაღი უფროა, ვიდრე სიკვდილის. მწერის ტვინში ელექტროდების ჩადგმით, მუშა „ბაგის“ მიღება შეიძლება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.



ბომბში მოთავსებული, ყვითელი ცხელებით დაავადებული კოღოები - მათზე გამოცდებს აშშ 1950-იან წლებში აწარმოებდა. ომის შემთხვევაში ყვითელი ცხელება ფრიად პერსპექტიულ იარაღად მიაჩნდათ, ვინაიდან საბჭოთა კავშირში ეს დაავადება გავრცელებული არ იყო და, შესაბამისად, მოსახლეობას იმუნიტეტიც არ ჰქონდა.

იარაღად კოლორადოს ხოჭოს გამოყენება - ეს, რა თქმა უნდა, მტრის პირდაპირ განადგურებას არ გულისხმობდა, მაგრამ ნათესების განადგურება კი ნამდვილად შეეძლო. მათი მეშვეობით ექსპერიმენტები ჯერ ნაცისტურ გერმანიაში, მოგვიანებით კი აშშ-ში ტარდებოდა.

ქოლერის გადამტანი ბუზები - მათ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები იყენებდნენ, მაგრამ მათ უფრო ნაკლები შედეგი აჩვენეს, ვიდრე ჭირის გადამტანმა რწყილებმა, ამიტომაც სათადარიგო ვარიანტად ინახავდნენ.

მალარიის გადამტანი კოღოები - მათ ნაცისტურ გერმანიაში ბიოლოგიურ იარაღად საკონცენტრაციო ბანაკებში ცდიდნენ. მასალები ამის შესახებ მხოლოდ 2013 წელს გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, მალარიის კოღოების რეალურ გამოყენებამდე საქმე არ მისულა.

⭕⭕⭕

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?

10 უნებლიე შეცდომა, რომელმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)