იცით თუ არა

ნიკოლო პაგანინის მსოფლიო აღიარება, ნაწილობრივ, მეგრელების დამსახურებაა?

fun time

12:00 სამ. 5 ოქტომბერი, 2021 წელი

ნიკოლო პაგანინი და მისი
ცნობილი N24 კაპრიჩიო ლა
მინორი

14
დაკოპირებულია

საინტერესო ფაქტი უდიდესი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინეს ნიკოლო პაგანინის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან...

იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი ნიკოლო პაგანინი 1782 წლის 27 ოქტომბერს გენუაში დაიბადა. 1801 წელს, 19 წლის ასაკში, მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა და იტალიის პირველი მევიოლინეს წოდება მიიღო.

უდიდესი პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მოუტანა ცნობილმა N24 კაპრიჩიო ლა მინორმა სოლო ვიოლინოსთვის.

N24 კაპრიჩიო ერთ-ერთ ურთულეს მუსიკალურ ნაწარმოებად მიიჩნევა. მას აქვს ტრელებით და არპეჯიოებით განთქმული ეტიუდის სტრუქტურა და დაბალი ოქტავიდან მაღალ ოქტავამდე სწრაფად გადასვლას შეიცავს.

კაპრიჩიო, რომელმაც პაგანინის მსოფლიოში სახელი გაუთქვა და გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე, 1802-1817 წლებში დაიწერა და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს:

შავი ზღვისპირეთის პატარა დაბა ანაკლიიდან მეგრელი ქალები იტალიაში სავაჭროდ ჩასულან. საქონლის სიძვირით აღშფოთებულები ერთმანეთს რაღაცას ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ, როცა შორიახლოს შავ ფრაკში გამოწყობილმა ახალგაზრდამ ჩაიარა.

ერთ-ერთმა ქალმა გამვლელი ვერ შენიშნა და დაეჯახა. ახალგაზრდას ნოტების რვეული და ფურცლები ხელიდან პირდაპირ ტალახიან გუბეში ჩაუცვივდა.

როგორ არ გრცხვენიათ, თქვენ ჩემი ერთი წლის შრომა დაასამარეთ, - მიმართა ახალგაზრდამ ქალს. პასუხად კი გაუგებარ ენაზე, სხაპასხუპით ნათქვამი სიტყვების კორიანტელი მიიღო.

ახალგაზრდამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ სიტყვების ჟღერადობა და უცნობი ენის მელოდიურობა თავში ისე ჩაებეჭდა, რომ ნოტები და მყვირალა ქალები მიატოვა და სახლისკენ გაიქცა.

როგორც მიხვდით, ახალგაზრდა კაცი ნიკოლო პაგანინი იყო, რომელმაც მეგრელი ქალის ლაპარაკი ნოტებზე გადაიტანა და მიიღო ნაწარმოები, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვა.

ესეც პაგანინის ცნობილი კაპრიჩიო №24 - მიამსგავსეთ მეგრულ ლაპარაკს? 🧐


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში