იცით თუ არა

რა დანიშნულება ჰქონდა საბჭოთა ბინებში აბაზანის ფანჯარას?

fun time

13:00 ხუთ. 28 იანვარი, 2021 წელი

„ხრუშოვკის“ აბაზანის
სარკმლის დანიშნულება

14
დაკოპირებულია

ომის შემდგომ წლებში ყოველი საბჭოთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სურვილს ქვეყანაში პანელური სახლებისა და აგურის ყუთების მშენებლობა მოჰყვა. ზედმეტობად ითვლებოდა არა მხოლოდ ფასადების დეკორატიულ დიზაინი, არამედ მაღალი ჭერი, დიდი სამზარეულო და დერეფანი და მაინც, იმ დროის სახლებში უამრავი თანამედროვე ადამიანისთვის გაუგებარი ელემენტია.

სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ე.წ. გერმანული კოტეჯები, რომლებიც ომის შემდგომ წლებში გერმანელემა ტყვეებმა ააშენეს. ორი მომიჯნავე ოთახი, პატარა სამზარეულო, აბაზანა და ფანჯარა, რომელიც აბაზანიდან სამზარეულოში გადიოდა.

ამავე ადგილზე და ასეთივე პატარა ფანჯრები ჰქონდა ე.წ. ხრუშოვკებსაც, მაგრამ მათი დანიშნულება ბევრმა არც მაშინ იცოდა და არც დღეს იცის.

ამ არქიტექტურული უცნაურობის ახსნას მრავალი ვერსია ცდილობს, თუმცა ზოგი სიმართლისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, მოსაზრება, რომ გაზის გაჟონვისა და აფეთქების შემთხვევაში დარტყმის ძალა ფანჯარას გაისვრის და კედელი არ დაზიანდება, ნაკლებად დამაჯერებელია - ამ სახლების თხელი შიდა კედლები ბუნებრივი აირის აფეთქებას ვერც ფანჯრით გაუძლებს და ვერც უფანჯროდ.

საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ კომფორტზე ზრუნვა, ისევე როგორც სივრცის ვიზუალური გაფართოება, ცოტა ფანტასტიკის სფეროდანაა - საეჭვოა, რომ საბჭოთა არქიტექტორებს ასეთ თემებზე ეფიქრათ.

ერთ-ერთ სარწმუნო ვარიანტად შეიძლება ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა ჩავთვალოთ.
ე-20 საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში ეს დაავადება კორონავირუსის ამჟამინდელ პანდემიაზე მეტად მძვინვარებდა. ბნელი, ნესტიანი ოთახები კი ტუბერკულოზის გამომწვევი კოხის ჩხირებისთვის იდეალური ადგილია. სამაგიეროდ, ამ ჩხირებს ულტრაიისფერი შუქი ანადგურებს.

სწორედ ამისთვის შეიქმნა სანიტარიული სტანდარტი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ინსოლაციას (მზის პირდაპირი შუქით განათებას) უზრუნველყოფდა. სტანდარტი, ძირითადად, საცხოვრებელ ოთახებსა და სამზარეულოებს ეხებოდა.

ამასთან, აბაზანის ფანჯარა სინათლის დამატებითი წყარო იყო - იმ დროს ენერგოდამზოგავი ნათურები არ არსებობდა და ელექტროენერგიით მომარაგებაში შეფერხებები ხშირად ხდებოდა.

მალე მეცნიერებმა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური გზები აღმოაჩინეს და აბაზანის ფანჯრები ყველას დაავიწყდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან