რა ღირს ოლიმპიური ოქროს მედალი
18:00 ოთხ. 10 თებერვალი, 2021 წელი

ოლიმპიურ ოქროს მედალს არამხოლოდ ისტორიული და იდეური ღირებულება, არამედ მატერიალური ფასეულობაც აქვს.
ოქროს მედლის შემადგენლობა
1912 წლის სტოკჰოლმის თამაშების შემდეგ, ოლიმპიური ოქროს მედლები მყარი ოქროსგან აღარ დამზადებულა, თუმცა არანაკლებ ფასეულ ლითონთა ნაზავია: 92.5% ვერცხლი, მოოქროვილია, მინიმუმ, 6 მმ 24-კარატიანი ოქროთი ან მყარი ოქროთი. დანარჩენი 7,5% კი სპილენძია.
ღირებულება
ოლიმპიური მედლების შემადგენლობა კონტროლდება ისე, რომ ერთი სეზონიდან მეორე სეზონამდე მისი ღირებულება მკვეთრად არ განსხვავდებოდეს.
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაცემული ოქროს მედლის სავარაუდო ღირებულება იყო 620,82 აშშ დოლარი. თითოეული ოქროს მედალი შეიცავს 6 გრამ ოქროს, რომლის ღირებულებაა 302,12 აშშ დოლარი და 394 გრამ ვერცხლს, რომლის ღირებულება 318,70 აშშ დოლარია.
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლები ისეთივე დიამეტრის იყო, როგორც 2012 წლის მედლები (100 მმ), მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა ვერცხლისა და ოქროს ღირებულება.
2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების თვითრირებულება, დაახლოებით, 550 დოლარით გაიზარდა.
შედარება
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაცემული ოქროს მედლები 400 გრამს იწონიდა, რაც ძალიან მძიმედ ითვლება. მიუხედავად ამისა, წინა წლების ზოგიერთი მედალი გაცილებით მეტი ღირს, რადგან მათში მეტი ოქრო იყო.
ოქროს მედალი ოქროზე ძვირად ღირებულია?
ოქროს მედლის ღირებულება მხოლოდ მასში შემავალი ოქროს რაოდენობით არ განისაზღვრება. აუქციონზე ოქროს მედლებს წარმოუდგენლად დიდი ფასი აქვს.
მაგალითად, 1980 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეის მამაკაცთა გუნდს მიენიჭა ოქროს მედალი, რომლის საწყისი ფასი 310 000 აშშ დოლარს აღემატებოდა.
სხვათა შორის, იმ წელს ჰოკეიში, ყველასთვის მოულოდნელად, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ამერიკელები. ამერიკელთა ამ გამარჯვებას ისეთი ზეიმი მოჰყვა, რომ აშშ-ის ტელევიზიამ იგი მეორე მსოფლიო ომის დასრულოებით გამოწვეულ სიხარულს შეადარა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან