იცით თუ არა

რატომ ჭამენ აზიელები ჩხირებით?

fun time

18:00 ორშ. 16 იანვარი, 2023 წელი

რატომ ჭამენ აზიელები
ჩხირებით?

14
დაკოპირებულია

თანამედროვე მსოფლიოში ხის ჩხირების დახმარებით ბევრი ადამიანი მიირთმევს – ზოგი მათ  სახლში იყენებს, ზოგი კი მხოლოდ აზიურ რესტორნებში. ჩინეთსა და იაპონიაში ჩხირებით ჭამაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.

ჰასი 300 წლისაა

ბამბუკის პირველი ჩხირები დაახლოებით 3000 წლის წინათ გამოჩნდა და ისინი ჩინელებმა გამოიგონეს. თავდაპირველად, ტაფაზე საკვების გადასაბრუნებლად ან ქვაბიდან ხორცის ამოსაღებად იყენებდნენ. იმ ჩხირების სიგრძე დაახლოებით 38 სმ იყო. მოგვიანებით, როცა საკვების მისაღებად გამოყენება დაიწყეს, ჩხირების სიგრძე 25 სმ-მდე შემცირდა.

სუფრის ეს ატრიბუტი განსაკუთრებით მოსახერხებელი მოგზაურებისთვის იყო, რომლებსაც დანა-ჩანგლის ტარება აღარ უწევდათ - ჩხირის გამოთლა ნებისმიერი ხისგან შეიძლება.

ჩინეთის შემდეგ, საკვების ჩხირების ტრადიცია იაპონიაშიც გავრცელდა. დღეს იაპონელებისა და ჩინელების გარდა, საკვებს ჰასის დახმარებით კორეელები და ვიეტნამელებიც მიირთმევენ.

რისგან მზადდება ჰასი

ტრადიციულად, ჰასის დასამზადებლად ბამბუკს, კვიპაროსს, ნეკერჩხალს და ქლიავის ხეს იყენებენ.
მრგვალი ან კვადრატული ფორმის ჩხირებს უფერო ლაქს უსვამენ და სადაფის საღებავით ფარავენ.

ჩხირები პირადი სარგებლობის ნივთად ითვლება, ამიტომ სხვა ადამიანისთვის მათი გადაცემა მიღებული არ არის. თანაც ამისთვის ერთჯერადი ჰასი არსებობს.

საინტერესოა, რომ იაპონელები, რომლებიც წელიწადში 30 მილიარდ ხის ჩხირს იყენებენ, ჰასისთვის საჭირო ნედლეულს ჩინეთში ან რუსეთში ყიდულობენ, რადგან საკუთარი ქვეყნის მწვანე საფარს თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.

ჩხირებით ჭამის სარგებელი

როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ჩხირებით ჭამა სასარგებლოა - იმაზე მეტ საკვებს ვერ აიღებთ, ვიდრე დაღეჭავთ

აკუპუნქტურის სპეციალისტებს თუ ვენდობით, ჩხირებით ჭამის დროს ადამიანი ხელის 40-მდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წერტილის მასაჟს ახდენს.

იაპონელი ექიმები კი ამტკიცებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ჩხირებით მიირთმევენ, კოვზის მოყვარულ ბავშვებზე სწრაფად ვითარდებიან.

ჩხირებს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ - ახალდაქორწინებულებს ჩუქნიან, როგორც სულიერი ჰარმონიისა და განუყოფლობის სიმბოლოს, ბავშვებს კი დაბადებიდან 100-ე დღეს, ბრინჯის პირველად გასინჯვის დღეს ხისგან, ძვლისგან ან ლითონისგან დამზადებულ ჩხირებს ჩუქნიან.

მშრალ საკვებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, თუმცა საინტერესოა, როგორ ჭამს ეს ხალხი წვნიანს? როგორც გაირკვა, ისინი წვნიანს მაღალ ფიალებში ასხამენ. ჰასის დახმარებით, ხორცის ნაჭრებს იღებენ და შემდეგ წვენს, უბრალოდ, სვამენ.

იაპონელები ამტკიცებენ, რომ არც მომავალში აპირებენ პირში რკინის საგნების ტრიალს, რადგან ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული ჩხირები გაცილებით უსაფრთხო და საიმედოა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი