იცით თუ არა

რატომ ჩავარდა საბჭოთა კავშირში ორსართულიანი ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა?

fun time

16:00 პარ. 25 დეკემბერი, 2020 წელი

ორსართულიანი ავტობუსი
სსრკ

14
დაკოპირებულია

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ორსართულიანი ავტოტრანსპორტი ინგლისელების უცნაურობაა და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხანი ცდილობდა ამ უცნაურობის თავის ქვეყანაში დანერგვას და გაერთიანებული სამეფოს გამოცდილების მიღებას. 

სსრკ-ში ექსპერიმენტი სრული ფიასკოთი დასრულდა და ორსართულიანმა ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა არსებობა მანქანის ნაგავსაყრელზე დაასრულეს.

როგორ გამოჩნდა ორსართულიანი ავტომობილები სსრკ-ში

1935 წელს საბჭოთა კავშირმა ბრიტანულ კომპანია Electric Company-ისთან ორსართულიანი ტროლეიბუსების - АЕС 664 Т მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. საბჭოთა კავშირის მიწაზე ტექნიკა 1937 წელს გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ, იაროსლავის საავტომობილო ქარხანამ იდენტური მოდელის წარმოება საკუთარი ლოგოთი დაიწყო. ასლს ЯТБ-3 დაარქვეს.

1937 წელს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პორტში მოსკოვისთვის ათამდე ორსართულიანი ტროლეიბუსი ჩაიტვირთა. ტროლეიბუსის სიგრძე თითქმის ათი მეტრი იყო და მასში ასი მგზავრი ეტეოდა. იაროსლავში დამზადებული ასლი ბრიტანულ ორიგინალზე ორი ტონით მძიმე იყო, რაც ტროლეიბუსისა და მისი მუხრუჭის სისწრაფეზე და უარყოფითად აისახა. მოსალოდნელი იყო, რომ ტევადი საქალაქო ტრანსპორტი ეფექტურად გადაწყვეტდა მგზავრების ტრანსპორტირების პრობლემას, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვანაირად გამოვიდა.

მოლოდინი და რეალობა

მოსკოველებმა და დედაქალაქის სტუმრებმა ორსართულიანი ტრანპორტის იდეა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. მეორე სართულიდან მოსკოვის ღირსშესანიშნაობები შესანიშნავად ჩანდა, თუმცა მალე დისკომფორტმა თავი იჩინა და მგზავრებმა ახალი ტრანსპორტის ხარვეზებზე საუბარი დაიწყეს.

ამასობაში ევროპაში ისეთი არაჩვეულებრივი დაბლდეკერები მოძრაობდნენ, როგორიცაა პარიზის საექსურსიო ავტობუსი Citroen U55 Cityrama Currus . ეს დაბალჭერიანი ავტობუსი იყო, სადაც ტანმაღალ მამაკაცს მგზავრობა მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში შეეძლო. მეორე სართულის კიბე მოუხერხებელი იყო. მგზავრები პირველ სართულზე წინასწარ უნდა ჩამოსულიყვნენ, რომ თავიანთ გაჩერებაზე დროულად მოესწროთ ჩასვლა. ამიტომ, მეორე სართული მხოლოდ ექსკურსიებისთვის შესაფერისი იყო.

ტექნიკური ხარვეზები

ორსართულიან ტროლეიბუსებს მეტსახელად „კუები“ უწოდეს. ЯТБ-3 -ის მაქსიმალური სიჩქარე 55 კმ / სთ. იყო, ქალაქში მოძრაობისთვის სამარისი ჩანდა. სინამდვილეში, დაბლდეკერებმა შესანიშნავად შეძლეს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.

ЯТБ-3 მოსკოვის ქუჩებში. უკანა ფონზე, სამი MTB-82 ტროლეიბუსი.

სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს კონტაქტური ხაზების ერთი მეტრით აწევა მოუწიათ ЯТБ-3 - ის სიმაღლის გამო. ჩვეულებრივი ტროლეიბუსები ასეთ პირობებში ვერ მუშაობდნენ. ისინი უბრალოდ კონტაქტურ ხაზებს ვერ წვდებოდნენ, ამიტომ სხვა მარშრუტებზე გადაიტანეს. ზამთარში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: დაბლდეკერები მოლიპულ გზაზე ნავივით სრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორსართულიანი ტროლეიბუსის ან ავტობუსის გადაბრუნების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ადამიანები მაინც თავს იკავებდნენ ამ ტრანსპორტით მგზავრობისგან. მალე იაროსლავლის საავტომობილო ქარხანამ ორსართულიანი ტროლეიბუსების წარმოება შეწყვიტა,ხოლო 1953 წელს ЯТБ-3 ავტოსადგომზე გაგზავნეს.

დაბლდეკერების დაბრუნება

1959 წელს მოსკოვში ორსართულიანი მანქანები კვლავ გამოჩნდნენ. ქალაქის ქუჩებში მოძრაობა გდრ-დან ჩამოყვანილმა ორსართულიანმა ავტობუსებმა Büssing Do-56, D2U დაიწყეს. ზუსტი ვერსია, როგორ აღმოჩნდნენ გერმანული მანქანები სსრკ-ში, არ არსებობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკიტა ხრუშოვმა ისინი გერმანიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ოტო გროტეველისგან საჩუქრად მიიღო. მეორე ვერსიით, ქალაქის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა ორსართულიანი ტრანსპორტის საბჭოთა სინამდვილისთვის მორგება და გერმანული ავტობუსები რეალურ პირობებში ტესტირებისთვის შეიძინა. სამწუხაროდ, ორსართულიანი ავტობუსი ტროლეიბუსებზე უკეთესი არ აღმოჩნდა - ისინიც ისეთივე ზანტები და მოუხერხებლები იყვნენ და ზამთრის პირობებთან ადაპტირება ვერ შეძლეს. მოლიპულ გზაზე ისინი სახიფათოდ ტრიალებდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს ქმნიდნენ.

წყარო: bigpicture.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?