იცით თუ არა

რატომ დგას მეტროში სპეციფიკური სუნი და საშიშია თუ არა ის ჯანმრთელობისთვის?

fun time

12:08 პარ. 5 აგვისტო, 2022 წელი

მეტროპოლიტენის
სპეციფიკური სუნის მიზეზი

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგინიშნავთ, რომ სუნი ხშირად ამა თუ იმ ადგილს ან მოვლენას უკავშირდება. მაგალითად, მეტროპოლიტენის სადგურებში რომ შეხვალთ, ისეთი სუნი დგას, სხვაში არ აგერევათ. თუ გიფიქრიათ, საიდან მოდის ის?

 

თანამედროვე სამყაროში რკინიგზის ლიანდაგების გაყვანის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში ლიანდაგების დასაგებად ძირითადად, ძელებს (შპალები) იყენებენ. ძელები შეიძლება ბეტონის ან პოლიმერების იყოს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ხისგან დამზადებული ძელებია.

მეტროპოლიტენის დამახასიათებელი სუნის მიზეზი

ცნობილია, რომ ხეს ორი მთავარი მტერი ჰყავს: ნესტი და ბიოლოგიური ფაქტორები (სოკო, ბაქტერიები და მწერები). მიწისქვეშა გვირაბები საკმაოდ ნესტიანია, ამიტომ ნესტისა და მავნებლებისგან დასაცავად, ხის ძელებს სპეციალური ქიმიური ნივთიერებით - კრეოზოტით ამუშავებენ.

ეს უფერო ან მოყვითალო ფერის, სწრაფად აალებადი და ტოქსიკური ზეთოვანი სითხეა. კრეოზოტი წყალში თითქმის არ იხსნება და შესაბამისად, მკვეთრი, ძალიან დამახასიათებელი სუნი აქვს.

ოდესღაც ეს ნივთიერება სტომატოლოგიაშიც გამოიყენებოდა, ნეკროზის თავიდან ასაცილებლად, სანამ ცნობილი გახდებოდა მისი კანცეროგენული თვისებები

ხის ძელებს 100 წელზე მეტია, კრეოზოტით ჟღენთენ და ეს ქარხანაში, ძელების წარმოების პროცესში ხდება. ნივთიერებას მკვეთრი სუნი აქვს, რომელიც ათობით მეტრის მანძილზე იგრძნობა. ძველი, გაცვეთილი ძელების ახლებით ჩანაცვლების შემდეგ კრეოზოტის სუნი გარემოში მყარად „ჯდება“.

საშიშია თუ არა კრეოზოტის სუნი მგზავრებისთვის

ის მეტროს მგზავრებისა და მომსახურე პერსონალისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა ძელების დასამზადებელი საამქროების მუშები იძულებულები არიან, მუშაობის დროს ძლიერი დამცავი საშუალებები გამოიყენონ.

ტოქსიკური ფენოლების შემცველი თხევადი კრეოზოტის კანზე და განსაკუთრებით ლორწოვან გარსებზე მოხვედრა მძიმე დამწვრობას და ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას იწვევს.

კრეოზოტის დახურულ სივრცეში აორთქლებაც ძალიან საშიშია. ამიტომ კრეოზოტით დამუშავებული ძელების სამშენებლო მასალად გამოყენება აკრძალულია.

ასევე საინტერესოა 👇

რატომ მოსწონს ზოგ ადამიანს ბენზინის სუნი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე