იცით თუ არა

რატომ მოსწონს ზოგ ადამიანს ბენზინის სუნი?

fun time

19:54 სამ. 31 მაისი, 2022 წელი

რატომ მოსწონთ ბენზინის
სუნი?

14
დაკოპირებულია

ბენზინის სუნი სიამოვნებას განიჭებთ? დამშვიდდით, მსოფლიოში კიდევ უამრავი ადამიანია, ვისაც ბენზინის სუნი მოსწონს და მეცნიერებმა ამის მიზეზი აღმოაჩინეს. 

ბენზინს დამახასიათებელ სუნს ქიმიური ნაერთი - ბენზოლი აძლევს, რომელზედაც დამოკიდებულია საწვავის ეფექტურობა.

მე-19 საუკუნეში პარფიუმერები ბენზინს არომატების გასაძლიერებლად და დასაფიქსირებლად იყენებდნენ. მე-20 საუკუნეში გაირკვა, რომ ბენზინს კანცეროგენული თვისებები აქვს და მისი სუნამოებსა და ლოსიონებში გამოყენება შეწყდა; შემდეგ კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბენზინის სუნის მიმზიდველობის საიდუმლო ქიმიურ ფორმულებში კი არა, ჩვენს გონებაში იმალება.

ბავშვობის სუნი

როგორც ირკვევა, საწვავის სუნის სიყვარული ბავშვობის მოგონებებს და ნოსტალგიას უკავშირდება.
ისევე, როგორც ფიჭვის წიწვების სუნმა შეიძლება ბავშვობა და, მაგალითად, მანგლისში გატარებული დღეები გაგვახსენოს, ვაშლის ღვეზელმა ბებიას სამზარეულო და ა.შ.

სუნების უნარს, გაააქტიუროს მოგონებები, ფსიქოლოგები ფრანგი მწერლის მარსელ პრუსტის პატივსაცემად, პრუსტის ფენომენს უწოდებენ. ერთხელ მან დაწერა, რომ ჩაისა და ორცხობილების სუნი ბავშვობაში აბრუნებს.

თურმე, ტვინის ის ნაწილი, რომელიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი, პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებს ქმნის. გარდა ამისა, ის ურთიერთმოქმედებს ჰიპოკამპთან, რომელიც მოგონებებს აყალიბებს.

შესაბამისად, ბევრი ჩვენგანისთვის ბენზინი ბავშვობაში მშობლებთან ერთად მანქანით მგზავრობასთან ასოცირდება.
ყნოსვის ორგანო ბენზოლის სუნის აღქმისას მეზოლიმბურ სისტემას (ნევროლოგიური ციკლი, რომელიც სიამოვნების შეგრძნებებს აკონტოლებს) დოფამინის გამოყოფას აიძულებს.
თავის მხრივ, ნივთიერება, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ, ჩვენს ტვინს ისევ ბენზინის სუნს სთხოვს.

სწორედ ასე ყალიბდება მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულება.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბენზინის ჩასუნთქვა საზიანოა არა მხოლოდ შინაგანი ორგანოებისთვის, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით