იცით თუ არა

რატომ ჰყავს ჭკვიან ადამიანს ცოტა მეგობარი?

fun time

17:32 შაბ. 16 დეკემბერი, 2023 წელი

რატომ ჰყავს ჭკვიან
ადამიანს ცოტა მეგობარი?

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ მეგობარი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ამ შეხედულების უტყუარობა საეჭვო გახადეს. 

მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც 18-იდან 28 წლამდე ასაკის 15 ათას ადამიანს ერთადერთი კითხვა დაუსვეს: ნამდვილად გჭირდებათ მეგობრები, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ?

კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ:

👉 კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც British Journal of Psychology-ში გამოქვეყნდა, ინტელექტის მაღალი დონის მქონე ადამიანებს ცოტა მეგობარი ჰყავთ.

ეს ერთადერთი აღმოჩენა არ არის და კვლევაში კიდევ ბევრ საინტერესოს წაიკითხავთ.

მაგალითად:

⚪ ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ, თავს სხვებთან შედარებით, ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ. მათი ბედნიერების განცდა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული რამდენად ხშირად ურთიერთობენ თანამოაზრეებთან და მეგობრებთან. როგორც გაირკვა, რაც უფრო ხშირია ასეთი ურთიერთობა, მით უფრო ძლიერია ბედნიერების განცდა, თუმცა მაღალი დონის ინტელექტის მქონე ადამიანები გამონაკლისს წარმოადგენენ. გამოდის, რომ რაც უფრო მაღალია IQ დონე, მით უფრო ნაკლებად სჭირდება ადამიანს მუდმივი კომუნიკაცია. ყველაფერი ძალიან მარტივია - მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს სხვებისგან განსხვავებული პრიორიტეტები აქვს და ყველაზე კომფორტულად თავს საკუთარ სამყაროში გრძნობს. მისთვის სოციალური აქტივობა ბოროტებაა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის.

⚪ ინტელექტუალების უმეტესობა მარტოსულია, თუმცა ამის აღიარება ყველას არ სურს. რაც უფრო ხშირად ეკონტაქტებიან ჭკვიანი ადამიანები სხვებს, მით უფრო ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს.

⚪ ბრუკლინის ინსტიტუტის მკვლევარს, კეროლ გრეჰემს (Carol Graham) მიაჩნია, რომ ჭკვიანი ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად იყენებენ. მათ ბედნიერებას მხოლოდ ისეთი საქმიანობა ანიჭებთ, რომელსაც კონკრეტულ შედეგი მოაქვს.

⚪ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ექიმს ან ცნობილ მწერალს, რომელიც მორიგი შედევრის შექმნაზე მუშაობს, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ სჭირდება. ასეთი ურთიერთობა მათ მთავარ მიზანს წყვეტს და ამ ადამიანების შინაგან ჰარმონიას არღვევს.

⚪ არსებობს კონცეფცია, რომელსაც „ბედნიერების სავანის თეორია“ ეწოდება. მის თანახმად, ჩვენ მხოლოდ გენების ნაკრები კი არა, ჩვენი წინაპრების მეხსიერებაც ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავს აბსოლუტურად ბედნიერად დაახლოებით იმავე სიტუაციებში ან პირობებში ვგრძნობთ, რომლებშიც ასწლეულების წინ მცხოვრები ადამიანები გრძნობდნენ. როგორც ცნობილია, ასწლეულების წინ, რთულ პირობებში თავის გადასარჩენად, ჩვენს წინაპრებს ერთად ცხოვრება უწევდათ.

⚪ დღეს ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა სხვა ადამიანებთან გაერთიანებას ვცდილობთ. ეს, ასე ვთქვათ, ევოლუციის ინერციაა - თითქოს სხეული ერთ სივრცეშია და ტვინი მეორეში - იმ „ბედნიერების სავანეში“ დარჩა.
თუმცა მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებმა ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე წარსულის მეხსიერების ზეწოლასა და რეალობას შორის შეუსაბამობა დაძლიეს.
ამრიგად, ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი კანონების მიხედვით იცხოვრონ. ინტელექტის მაღალი დონე ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს მიზნისკენ სხვებზე დაყრდნობის გარეშე იარონ და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვრონ.

ესეც დაგაინტერესებთ:

მაღალი ინტელექტის 10 უცნაური ნიშანი

გონება თუ ემოცია? - ეს ტესტი გაჩვენებთ, რით მოქმედებთ ცხოვრებაში

საკვები გონებისთვის - რას ჭამდა გენიოსი ლეონარდო და ვინჩი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად