იცით თუ არა

მაღალი ინტელექტის 10 უცნაური ნიშანი

fun time

14:00 სამ. 7 დეკემბერი, 2021 წელი

ერნესტ ჰემინგუეი თავის
კატასთან ერთად

14
დაკოპირებულია

ამ სტატიაში მაღალი ინტელექტის ყველაზე მოულოდნელ ნიშნებზე გიამბობთ.

თუ ოჯახში უფროსი შვილი ხართ

2007 წელს ნორვეგიელმა მეცნიერებმა 1967-1976 წლებში დაბადებული 250 000 ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად შეძლეს ინტელექტის დონესა და დაბადების რიგს შორის პირდაპირი კავშირი დაედგინათ (თუ კვლევაში მონაწილეს ძმები და დები ჰყავდა). კვლევის შედეგების თანახმად, ოჯახში პირველი შვილის საშუალო IQ 103 იყო, მეორე შვილის - 100, ხოლო მესამეს - 99. კვლევის შედეგები The New York Times-ში გამოქვეყნდა. ასევე დადგინდა, რომ და-ძმებს შორის ინტელექტში განსხვავების მიზეზი არა ბიოლოგიური ფაქტორები, არამედ მშობლებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური ურთიერთქმედების თავისებურებებია.

თუ უბიწოება სკოლის დამთავრების შემდეგ დაკარგეთ

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში 14-დან 18 წლამდე 12000 მოსწავლეზე ჩატარებული კვლევის თანახმად გაირკვა, რომ მაღალი IQ მქონე მოსწავლეებს სხვებთან შედარებით ნაკლები რომანტიკული და სექსუალური გამოცდილება ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენებს. უბიწოების პროცენტული მაჩვენებელი ახალგაზრდა გენიოსებს შორის 45% იყო.

მეცნიერებმა ამას სამი ძირითადი ახსნა მოუძენეს: პირველი ახსნა ეყრდნობა ჰორმონ ტესტოსტერონის რაოდენობას, რომელიც მამაკაცებში ლიბიდოზეა პასუხისმგებელი და წინააღმდეგობაში მოდის ქიმიურ ელემენტებთან, რომლებიც ინტელექტზე მოქმედებენ; მეორე - ჭკვიანი ადამიანები ნაკლებად აზარტულები არიან (მათი ინტელექტი სექსს უსარგებლო რისკად აღიქვამს) და მესამე - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლა და თვითგანვითარება სურთ, ხშირად ჩაკეტილ ცხოვრების წესს ირჩევენ და თავყრილობებს ერიდებიან. ეს კი რომანტიკულ პარტნიორთან შეხვედრისა და სქესობრივი კავშირის შანსებს ამცირებს.

თუ ცისფერი თვალები გაქვს

კვლევები ადასტურებს, რომ ცისფერთვალება ადამიანები სხვებზე უკეთ ასრულებენ სტრატეგიულ სამუშაოს, რომელიც მკაცრ თვითკონტროლს მოითხოვს, მაგალითად, მეცნიერებაში. ყავისფერი თვალების პატრონებს კი ბადალი არ ჰყავთ საქმიანობაში, რომელიც სწრაფ რეაქციას, გამძლეობასა და ადაპტაციის უნარს მოითხოვს.

თუ უაზრო ჰობი გაქვთ

ალბათ გსმენიათ, რომ ცნობილ გენიოსებს უცნაური გატაცებები ჰქონდათ. მაგალითად, ჩემოდნების კეთება, პეპლების ჭერა, მიხეილ ვრუბელს ფულის უაზრო ფლანგვა და ა.შ. როგორც ირკვევა, უაზრო ან ბანალური გატაცებები ტვინს შესაძლებლობას აძლევს „გადაიტვირთოს“ და დაისვენოს, მძიმე ინტელექტუალური ან შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ ყურადღება რამე მარტივზე და უაზროზე გადაიტანოს.

თუ ცოტა ძილი გყოფნით

ჭკვიან ადამიანებს საყოველთაოდ მიღებული ნორმების დარღვევა და საკუთარი წესებით ცხოვრება მოსწონთ. მათ საკუთარი სამუშაო გრაფიკი აქვთ და აქტიურობის პიკი, როგორც წესი, ღამის საათებზე მოდის - გენიოსებს გაცილებით ნაკლები დრო სჭირდებათ დასვენებისთვის, ამიტომ ცოტა ძილი ჰყოფნით. ამ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ უძილობა მაღალი IQ-ის მქონე ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

თუ ძაღლებზე მეტად კატები გიყვართ

2014 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც კოლეჯის 600 სტუდენტი მონაწილეობდა. ის სტუდენტები, რომლებსაც ძაღლები უყვარდათ, უფრო კომუნიკაბელურები და სოციალურად ადაპტირებულები აღმოჩნდნენ, თუმცა სტუდენტებმა, რომლებიც კატებს ანიჭებდნენ უპირატესობას, უკეთესად შეასრულეს ტესტი, რომელიც კოგნიტურ უნარს ამოწმებდა.

თუ ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილი ხართ

2010 წელს ბრიტანელმა ფსიქოლოგმა სატოში კანაზავამ ალკოჰოლიზმს და მაღალ ინტელექტს შორის კავშირი აღმოაჩინა. ბრიტანელ და ამერიკელ მოზარდებზე დაკვირვებისას მან შენიშნა, რომ პირები, რომლებსაც IQ 110-ზე მეტი ჰქონდათ, 16 წლის ასაკში უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, ვიდრე დაბალი IQ-ის მქონე მოზარდები. ამასთან, ისინი ალკოჰოლს სტრესისგან გათავისუფლების კი არა, დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებად აღიქვამდნენ.

თუ საქმის სამომავლოდ გადადება გიყვართ

ჭკვიანი ადამიანები არა მხოლოდ უგულებელყოფენ საყოველთაოდ მიღებულ წესებს, არამედ უყვართ სამომავლოდ გადადონ მნიშვნელოვანი საქმე. ასეთები არიან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ფრანც კაფკა და სტივ ჯობსი.
ფსიქოლოგი ადამ გრანტი დარწმუნებულია, რომ გენიოსების ასეთი ჩვევა სიზარმაცეს არ უკავშირდება. „სტივ ჯობსი საქმის დასრულებას იმიტომ აჭიანურებდა, რომ სხვადასხვა იდეები შეეჯერებინა, სანამ საუკეთესოზე არ შეჩერდებოდა“ - ამბობს ფსიქოლოგი. იგივე ეხება მოცარტს, რომელიც სამუშაოს დასრულებას ბოლო წუთამდე აჭიანურებდა და კაფკას, რომელიც 23.00 საათზე ადრე მუშაობას არ იწყებდა.

თუ ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ

გენიოსები ხშირად უცნაურად გამოიყურებიან. თითქმის ყველა მათგანს აქვს განსაკუთრებული თვისება აქვს, რომლის წყალობითაც სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. სამწუხაროდ, ეს განსაკუთრეულობა ზოგჯერ ფსიქიკურ აშლილობაში გამოიხატება: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (სერგეი ესენინი), შიზოფრენია (მიხაილ ლერმონტოვი), ბიპოლარული აშლილობა (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი) ან აუტიზმი (ვუდი ალენი).

თუ თქვენი სახლი და სამუშაო ოთახი მუდმივად არეულია

რამდენიმე წლის წინ ჟურნალში Psychological Science გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ არეული სახლი და კრეატიულობა ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია. ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს 48 ადამიანს სთხოვეს, პინგ-პონგის ბურთისთვის უჩვეულო გამოყენება მოეფიქრებინათ. 24 ადამიანმა, რომლებიც სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში მუშაობდნენ, ნაკლები კრეატიული პასუხები გასცეს, ვიდრე მოუწესრიგებელ ოთახებში მომუშავეებმა. ასე რომ, თუ ვინმემ უწესრიგობის გამო გაგაკრიტიკათ, შეგიძლიათ თამამად უპასუხოთ, რომ არეული გარემო შემოქმედებითი უნარების სტიმულირებაში გეხმარებათ.

🔰:

8 რამ, რასაც არასდროს გააკეთებს მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი

გამოცანები თქვენი ინტელექტისთვის

ფოტოზე: ერნესტ ჰემინგუეი თავის კატასტან ერთად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე