იცით თუ არა

რატომ იწვევს გლობალური დათბობა აციებას?

fun time

18:00 სამ. 24 მაისი, 2022 წელი

რატომ იწვევს გლობალური
დათბობა აციებას

14
დაკოპირებულია

გლობალური დათბობის შესახებ ცნობილმა შვედმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა, ნობელის პრემის ლაურეატმა (1903) ქიმიაში სვანტე არენიუსმა ჯერ კიდევ 1895 წელს იწინასწარმეტყველა, თუმცა ეს საკითხი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა აქტუალური.

ალბათ შენიშავდით, რომ გლობალური დათბობის ეპოქაში კაცობრიობა ანომალიურ სიცივეს აწყდება.

ასწლეულის მანძილზე საშუალო ტემპერატურის 1,5°C-ით მატება, ტემპერატურის სეზონური რყევების ფონზე, თითქოს შეუმჩნეველი უნდა იყოს, თუმცა ამ კლიმატური ცვლილებების გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია და მთელ პლანეტას მოიცავს.

კლიმატის ცვლილება ყველგან ერთნაირი არ არის. პოლარულ გეოგრაფიულ განედებში დათბობა უფრო შესამჩნევია, ვიდრე ტროპიკულ განედებში.

გლობალური დათბობის ფონზე მარადიული მყინვარების დნობა მიმდინარეობს - ჩრდილოეთ პოლუსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ბოლო წლებში, -40 გრადუსის ნაცვლად, -33-ზე ქვემოთ არ ეშვება, რაც ბუნებრივია, ოკეანის დონის მატებას იწვევს.

როდესაც არქტიკა თბება, ტემპერატურის გრადიენტი მცირდება და პროპორციულად სუსტდება დასავლეთიდან ჰაერის მასების მოძრაობა. შესაბამისად კი, ძლიერდება ჰაერის მასების მოძრაობა სუბმერიდიანული მიმართულებით. მას მოაქვს სითბო სამხრეთის რეგიონებიდან და სიცივე - ჩრდილოეთ რეგიონებიდან. ეს კი საბოლოოდ უფრო მკაცრ და სუსხიან ზამთარს იწვევს.

ტემპერატურის ანომალიური ცვლილებები ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკაში იგრძნობა.

დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური დათბობა სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შეიძლება მომაკვდინებელ ტემპერატურულ ცვლილებებამდე მიგვიყვანოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი