იცით თუ არა

რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?

fun time

12:00 შაბ. 17 ივლისი, 2021 წელი

რატომ მიიჩნევდნენ
ევროპაში ზოლიან სამოსს
სატანის ნიშნად?

14
დაკოპირებულია

1310 წელს ფრანგი მეწაღე მხოლოდ იმიტომ ჩამოახრჩვეს, რომ ზოლიანი სამოსი ეცვა. შუა საუკუნეებში ზოლიანი ტანსაცმლის მიმართ დამოკიდებულებას წიგნიც მიეძღვნა: „ეშმაკეული სამოსი - ზოლებისა და ზოლიანი სამოსის ისტორია“. როგორც წიგნის ავტორი წერს, ადრე ზოლიან სამოსს მხოლოდ ჯალათები, მეძავები, ცირკის ჯამბაზები, ხეიბრები, კეთროვნები, ერეტიკოსები და უკანონოდ შობილები ატარებდნენ.

თავის დროზე, ევროპული ცრურწმენების გამო ძალიან დაზარალდა კარმელიტების ორდენი.
ორდენის მეთაურთა განკარგულებით, ბერები თეთრ-ყავისფერი ზოლებით დამშვენებულ სამოსში გამოეწყვნენ, რაც წინასწარმეტყველი ელიას ცეცხლოვანი ეტლის კვალს განასახიერებდა.

ასე გამოწყობილი ბერების ხილვამ ევროპელები უკიდურესად აღაშფოთა. საბრალო ბერებს ქუჩაში ქვებს უშენდნენ და სტვენით აცილებდნენ.

ზუსტად არავინ იცის, საიდან გაჩნდა ზოლიანი სამოსის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ბიბლიის არასწორი ციტირებაა, სადაც წერია: „ნუ ჩაიცვამ ორმაგ სამოსს“.

ნაწილის აზრით, ზოლიანი სამოსი იმიტომ შეიძულეს, რომ დეფექტების კარგად დაფარვა შეუძლია, შესაბამისად, ტანის დამალვისა და შენიღბვის მცდელობად აღიქმება.

აღსანიშნავია, რომ კათოლიკეებს ცხოველის ბეწვზე არსებული ზოლები და შესაბამისად, ზოლიანი ცხოველები ეშმაკეულად მიაჩნდათ. ზოლიანი კატა, ზებრა, ვეფხვი, გველი და ა.შ. ყოველთვის ეშმაკეულ არსებებად მიიჩნეოდნენ.

ევროპაში ზოლიანი სამოსის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს, რევოლუციურ ტალღაზე შეიცვალა. მისი ტარება არათუ მისაღები, მოდურიც კი გახდა და ზოლიანი ქსოვილის გამოყენება ავეჯისა და კედლების დეკორაციებშიც დაიწყეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული