რატომ უჭირავს დედას ჩვილი უმეტესად მარცხენა ხელით?
12:00 კვი. 31 იანვარი, 2021 წელი
ამ საკითხით დაინტერესდა ამერიკელი მეცნიერი ლი სოლკი და ექსპერიმენტის შედეგად საინტერესო პასუხიც მიიღო...
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვი მარცხენა ხელით უჭირავთ როგორც „მემარჯვენეებს“, ასევე ცაციებსაც. „მემარჯვენეები“ ამას, ტრადიციულად, აქტიური ხელის გათავისუფლების სურვილით განმარტავენ, ხოლო ცაციები იმით, რომ ბავშვის დაჭერა აქტიური, მარცხენა ხელით უფრო მოსახერხებელია.
ექსპერიმენტის პროცესში გაჩნდა კითხვა: რა ხდება სხვა საგნებთან დაკავშირებით?
სუპერმარკეტებში მყიდველებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მათ ნახევარს შენაძენი მარჯვენა ხელით უჭირავს, ნახევარს კი მარცხენა ხელით.
შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბავშვი მარცხენა ხელით უჭირავს „მემარჯვენეების“ 83% -ს და ცაციების 78%-ს!
ამასთან, ეს ისტორიულ ეპოქაზე დამოკიდებული არ არის - თანამედროვე ქალების 80%-ს მარცხენა ხელით უჭირავს ბავშვი, ისევე როგორც სხვადასხვა ეპოქის ფრესკებზე გამოსახულ ქალებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დედები, რომლებმაც პირველი შვილის ნახვა ამა თუ იმ მიზეზით, მშობიარობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს, არცერთ მხარეს არ ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ქალებმა, რომლებსაც მანამდე უკვე ჰყავდათ შვილები, იზოლაციის შემდეგაც კი ბავშვი მარცხენა მკერდზე მიიკრეს, ისევე, როგორც დედების 77% -მა რომელთა მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
ლი სოლკის თქმით, რომელიც ამ ფენომენს იკვლევდა, მიზეზი დედისა და ბავშვის გულისცემაა. გამორიცხული არ არის, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში დედისა და შვილის გულის რიტმი ერთმანეთთან თანხვედრაშია, რაც ორივეში დადებით ემოციებს იწვევს. მშობიარობის შემდეგ, რომელიც ორივესთვის ტრამვის მომტანია მშვიდდებიან, თუ ეს თანხვედრა ნაწილობრივ მაინც აღდგება.
ლი სოლკმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც დედისგან იზოლირებულ ასობით ახალშობილს დინამიკების საშუალებით მოასმენინა დედის გულისცემა. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ჩვილებში, რომლებსაც დედის გულისცემა ესმოდათ, 70% -მა წონაში მოიმატა, როცა დანარჩენებში მხოლოდ 33% -მა.
ამ ჰიპოთეზის ოპონენტები მის სისუსტეს გეო-ეკოლოგიური ფაქტორის უგულებელყოფაში ხედავენ. ლი სოლკმა თავისი ექსპერიმენტები აშშ–ში, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებ ქალებზე ჩაატარა და სხვა ქვეყნების მონაცემები არ ჰქონია. გეოგრაფიული ფაქტორის იგნორირება კი არ შეიძლება, ამბობენ მეცნიერის კრიტიკოსები, რადგან. მაგალითად, ბულგარეთში ცაციაა მოსახლეობის 3%, საფრანგეთში - 8% და სამხრეთ აფრიკაში - 50%.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან