იცით თუ არა

რით განსხვავდება არქტიკა ანტარქტიდისგან?

fun time

14:00 ორშ. 2 აგვისტო, 2021 წელი

არქტიკა VS ანტარქტიდა

14
დაკოპირებულია

არქტიკასა და ანტარქტიდას ბევრი საერთო აქვს. მკაცრი კლიმატის, ყინულისა დათოვლის უსასრულო სივრცეების გამო, ორივე ტერიტორიაზე რუკაზე თეთრად აღინიშნება, თუმცა მათ შორის განსხვავებაც ბევრია.. ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ არქტიკას და ანტარქტიდას.

დავიწყოთ მთავარი განსხვავებით - გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, არასოდეს ავურიოს ეს ორი ტერიტორია: ანტარქტიდა დედამიწის სამხრეთ პოლუსია, ხოლო არქტიკა - ჩრდილოეთი.

ახლა კი დანარჩენი განსხვავებები:

👉1. სახელწოდება

სიტყვა „არქტიკა“ ძველი ბერძნული ენიდან წარმოიშვა და ძუ დათვს ნიშნავს. ეს სახელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავებს უკავშირდება.

ძველი დროის ადამიანებისთვის გარემოში ორიენტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლარული ვარსკვლავის პოვნა, ხოლო ეს ვარსკვლავი პატარა დათვის თანავარსკვლავედის ნაწილია.

სიტყვა ანტარქტიდა კი გაცილებით გვიან, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და „ანტი არქტიდას“ ანუ არქტიკის საპირისპირო მიწას ნიშნავს.

👉2. აღმოჩენა

პირველები, ვისაც ჩრდილოეთი პოლუსი დაემორჩილა, საერთაშორისო ექსპედიციის წევრები იყვნენ, რომელსაც ამერიკელი რობერტ პირი ხელმძღვანელობდა. 1909 წლის აპრილში პირი ოფიციალურად აღიარეს, როგორც პლანეტის პირველი ადამიანი, ვინც დედამიწის ჩრდილოეთ წერტილს მიაღწია.

ანტარქტიდა 1820 წელს, რუსეთის ექსპედიციამ აღმოაჩინეს, რომელსაც ორი რუსი მეზღვაური - თადეოზ ბელინჰაუზენი და მიხეილ ლაზარევი ხელმძღვანელობდნენ.

👉3. ზომები და ტერიტორიები

ზოგჯერ ანტარქტიდა და ანტარქტიკა ერთმანეთში ერევათ და სინონიმები ჰქონიათ. სინამდვილეში, ასე არაა:

ანტარქტიდა კონტინენტია, რომელიც პლანეტის სამხრეთ პოლარულ ნაწილს მოიცავს და შემოსაზღვრულია წყნარი ოკეანის, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების თბილი წყლებით. მისი საერთო ფართობია 52 მილიონი კმ-ია.

არქტიკა კი ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში წარმოქმნილი ყინულის გროვებია, რომლის მთლიანი ფართობია 21 მილიონი კმ-ია.

👉4. კლიმატი

ანტარქტიდისა და არქტიკული კლიმატური ზონები თითქმის მსგავსია - ორივეგან ძალიან ცივა და დაბალი ტენიანობას. მაგრამ, დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე კლიმატი უფრო რბილია, ვიდრე სამხრეთით. ეს ფაქტობრივად, ერთადერთი განსხვავებაა.

👉5. სითბოს და სიცივის ინდიკატორები

არქტიკის მაქსიმალური მინიმუმია -68 ° C, ხოლო ანტარქტიდის რეკორდული მაჩვენებელი -89 ° C!

ანტარქტიდაზე ყველაზე თბილი დღე 1957 წლის 16 დეკემბერს, სადგურ „ვოსტოკზე“ დაფიქსირდა. ამ დღეს თერმომეტრმა აჩვენა 13.6 ° C აჩვენა.

რაც შეეხება არქტიკას, აქ ტემპერატურა ზოგჯერ +1,4 ° C–მდე იზრდება.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა - რატომ არის ანტარქტიდაზე უფრო სუსხიანი კლიმატი, ვიდრე ჩრდილოეთ პოლუსზე?

საქმე ის გახლავთ, რომ ანტარქტიდა პლანეტის ყველაზე მაღალი კონტინენტია და მისი უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 3 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ფიზიკის კანონების თანახმად კი, რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ცივა.

სხვათა შორის, ანტარქტიდაზე ჩვენი პლანეტის უდიდესი უდაბნო მდებარეობს.

👉6. სტატუსი

არქტიკის აკვატორიას მიმდებარე ქვეყნები იყოფენ, ხოლო ანტარქტიდა თავისუფალი ტერიტორია, რომელზეც ნებისმიერი სახის იარაღი აკრძალულია.

რეალურად, თუ საერთაშორისო ხელშეკრულების ამ პუნქტს გავითვალისწინებთ, ანტარქტიდის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება დედამიწის ყველა მცხოვრებს შეუძლია, თუმცა მკაცრი კლიმატური პირობები ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

👉7. მოსახლეობა

არქტიკაში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ანტარქტიდაზე კი მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. ადამიანები მხოლოდ დროებით პოლარულ სადგურებზე მუშაობენ და მათი რიცხვი 1.5 -დან 4 ათასამდე მერყეობს.

ანტარქტიდაზე განთავსებულია 89 სადგური, რომელიც 30 -ზე მეტ სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ბევრი მათგანი დიდი ხნის წინ დაიხურა.

👉8. სადგურები

არქტიკის ყინულოვანი საფარი გამუდმებით მოძრაობს, ამიტომ ამ ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი სადგურების განთავსება ძალიან ძნელია. ანტარქტიდაზე კი უამრავი ასეთი სადგურია.

👉9. ცხოველთა სამყარო

ანტარქტიდაზე პინგვინები ცხოვრობენ, ჩრდილოეთ პოლუსზე კი - თეთრი დათვები.

ასე რომ, თუ ფოტოზე პინგვინებს ხედავთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ანტარქტიდაა, ხოლო თუ ყინულზე პოლარული დათვები იწონებენ თავს, ეს არქტიკა გახლავთ. ზემოთ წარმოდგენილი ფოტო კი რა თქმა უნდა, ფოტო მონტაჟია.

ანტარქტიდის ცხოველთა სამყარო გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანია, ვიდრე არქტიკის ფაუნა. ანტარქტიდის ყინულებში უამრავი ძუძუმწოვარი ცხოველი და ფრინველი ბინადრობს, ხოლო წყლები ზღვის ლომებით, სელაპებით და ვეშაპებით არის სავსე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი