იცით თუ არა

როგორ მიიღო შაურმამ მსოფლიო ფასტ-ფუდის რიგებში საპატიო ადგილი

fun time

14:00 პარ. 17 სექტემბერი, 2021 წელი

შაურმის ისტორია

14
დაკოპირებულია

დენერ-ქებაბი ნამდვილი დამპყრობელი აღმოჩნდა. სადაც არ უნდა მოემზადებინათ ხორცი ლავაშში და რა სახელიც არ უნდა დაერქმიათ, კერძი "ქუჩის საკვების" კატეგორიაში ყველაზე პოპულარული ხდებოდა.

ვის ეკუთვნის შაურმის იდეა?

დენერ-ქებაბის (იგივე შაურმა) სამშობლოდ თურქული ქალაქი ბურსა მიიჩნევა, სწორედ აქედან გახდა ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი მთელ მსოფლიოში განთქმული სტრიტ-ფუდი.

XIX საუკუნეში ბურსაში მცხოვრებმა მზარეულმა ჰაჯი ისკანდერმა თავისი ბაბუის ცხოვრების ოცნება აასრულა და მაყალი ვერტიკალურად დააყენა. იდეა ის იყო, რომ ჩვეულებრივ მაყალზე ხორცის შეწვისას გამდნარი ქონი ცეცხლში იღვენთებოდა. მაყალის აყირავების შემდეგ კი ქონი ხორცს თანაბრად ჟღენთდა. თავიდან შამფურზე მხოლოდ ცხვრის ან ძროხის ხორცი იწვოდა.

სტამბოლში ახალი სახეობის მწვადი მხოლოდ საუკუნის შემდეგ გამოჩნდა და ამაში დიდი წვლილი აქვს ბეილი გიულერს. ეს პიროვნება თურქეთში სარესტორნე საქმიანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.

გიულერის დაწესებულება 1946 წელს გაიხსნა და ისე გაითქვა სახელი, რომ მალე მის სტუმრებს შორის მონარქები, პრემიერ-მინისტრები და მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

მალე დენარ-ქებაბის დამზადება მთელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაიწყეს. ამასთანავე ყველგან თავისებურად ამზადებდნენ და საკუთარ ინგრედიენტებსაც უმატებდნენ. მაგალითად, სირიასა და არაბულ ქვეყნებში ხუმუს ანდა ტახინის უმატებდნენ, ისრაელში კი უფრო ხშირად ფრინველის ხორცს იყენებდნენ. უცვლელი მხოლოდ ხორცის მომზადების წესი და ლავაში რჩებოდა.

შაურმა გერმანიაში

ლავაშში გახვეულმა ქებაბმა, ბოსტნეულითა და სოუსებით, მსოფლიო აღიარებას გასული საუკუნის შუა წლებში მიაღწია, თანაც თითქმის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე.

ყველაზე ცნობილია კადირ ნურმანის, თურქული წარმოშობის გერმანელის ისტორია, რომელმაც 1972 წელს ქვეყნის დედაქალაქში კიოსკი გახსნა და გერმანიაში პირველი დენერ-ქებაბის მომზადება დაიწყო.
ამ წამოწყებას არნახული წარმატება ხვდა წილად. კადირ ნურმანი პირველი იყო, ვინც ეროვნული თურქული კერძი დიდი მეგაპოლისის მოთხოვნებს მოარგო. მისი ღვაწლი დენერის თურქი მწარმოებლების ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა.

შაურმა საბერძნეთში

ბერძნული გიროსი იმავე ფესვებს ეფუძნება, რომელსაც ქებაბი.

1922 წელს ოსმალთა იმპერიიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა ეს კერძი საბერძნეთში ჩაიტანეს. ორიგინალური რეცეპტის დაცვით თავი დიდად არ აუტკივებიათ: ნივრის თეთრი და ტომატის სოუსები ბერძნული ოგურტით, ხოლო ლავაში პიტათი შეცვალეს. ასორტიმენტში გაჩნდა ვარიაციები ღორის ხორცით. მაგრამ გიროსი განსაკუთრებით პოპულარული უფრო აშშ-ში გახდა.

შაურმა მექსიკაში

დენერ-ქებაბი მექსიკაშიც მოხვდა - ის იქ ლიბანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს, სადაც სწრაფად გავრცელდა და სახელიც ახალი მოირგო - ტაკო-ალ-პასტორ.

მექსიკელები უფრო ხშირად ღორის ხორცს იყენებენ და ანანასის მსუსხავ სოუსს ამატებენ. ლავაშის ნაცვლად კი ხორბლის ანდა სიმინდის კესადილიაში ახვევენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი