იცით თუ არა

როგორ შეცვალა ცენტრალური ამერიკის ეკოსისტემა ფორთოხლის ქერქმა

fun time

14:00 შაბ. 4 ივნისი, 2022 წელი

ორგანული სასუქი

14
დაკოპირებულია

1996 წელს გარემოსდამცველებმა ფორთოხლის წვენის მწარმოებელ კომპანია Del Oro უჩვეულო თხოვნით მიმართეს - საწარმოო ნარჩენები ითხოვეს. 

რამდენიმე თვის შემდეგ კოსტა-რიკაში, ცენტრალური ამერიკის ეროვნული პარკის გადამწვარ და უდაბნოდ ქცეულ ტერიტორიაზე უზარმაზარი 12 ტონა ფორთოხლის კანი და გაწურული რბილობი გადმოტვირთეს, იქვე აბრა დაამაგრეს და წავიდნენ. ამ ადგილის შესახებ 16 წლის მანძილზე ყველამ დაივიწყა, თუმცა ბუნება მუშაობდა და ეკოსისტემას ცვლიდა.

ეს კოსტა რიკაში დაწყებული ეკოლოგიური ექსპერიმენტის ნაწილი იყო - პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები ცდილობდნენ ეროვნული პარკის ხანძრით დაზარალებულ ნაწილში, სადაც მცენარეები აღარ იზრდებოდნენ, ნიადაგის მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ.

მალე კომპანია Del Oro -ის კონკურენტმა TicoFruit-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ეკოლოგიური ექსპერიმენტი სინამდვილეში პარკს აბინძურებდა და პროექტი დახურვას მიაღწიეს. 16 წლის შემდეგ, 2013 წელს მეცნიერებმა შეწყვეტილი ექსპერიმენტის შესახებ გაიხსენეს და მისი შედეგების ნახვა გადაწყვიტეს.

ადგილზე მისულმა მეცნიერებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს - ის ადგილი, სადაც ფორთოხლის ნარჩენები დაყარეს, მთლიანად ტყით დაფარული დახვდათ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი, სადაც 1996 წელს ფორთოხლის ნარჩენები დაყარეს, 176%-ით მეტი ხე გაიზარდა, ვიდრე მეზობელ მინდორზე.

წყარო: www.sciencealert.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?